ნიკოლა ტესლა – „ეპიზოდი”
ტომას ედისონთან კონფლიქტის შემდეგ, სერბული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი და გამომგონებელი – ნიკოლა ტესლა (1856-1943 წლები) – უმუშევარი დარჩა. დიდი ხნის განმავლობაში მას არც ერთ სამსახურში არ იღებდნენ სამუშაოდ. ის ხომ ერთი ღარიბი, უცნობი სერბი ახალგაზრდა იყო, ვისაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობაც კი არ გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არა და, ელექტროობიისა და მაგნეტიზმის დარგში რევოლუციის მომხდენი მეცნიერი – ყარაულადაც არ იქნა აყვანილი სამსახურში. ის მცირე დანაზოგი, რომელიც სერბ ყმაწვილს ედისონთან მუშაობის პერიოდში დაუგროვდა, მალევე შემოეხარჯა.
„უსახლკარო მაწანწალა, სწორედ ასეთი გავხდი მე! ისეთ საყოფაცხოვრებო პირობებში მომიხდა ცხოვრება, საქონელიც რომ არ დაიდგომებოდა. ვიკვებებოდი ყველაზე დაბალი დონის სასადილოებში. ვცდილობდი ისეთი სასადილოები ამერჩია, რომლებშიაც სისუფთავე მაინც იქნებოდა დაცული, რათა ამ გზით რაიმე სახის დაავადების აკიდებისაგან დამეზღვია თავი. „ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ – არა ავადმყოფობა!” – ვფიქრობდი მე. იმ მდგომარეობაში მყოფი კაცისთვის, როგორშიაც მე ვიყავი, ავადმყოფობა სიკვდილის ტოლფასი რამ იყო ნამდვილად. იმისათვის, რომ მეარსება, ვიმუშავე მტვირთავად, მეეზოვედ, მიწის მჭრელად, კალატოზად…
რამდენიმე ხნის განმავლობაში ღრმა დეპრესიის ქვეშ ვიმყოფებოდი. თვითმკვლელობაც კი გადავწყვიტე. ერთადერთი, რამაც განზრახულზე ამაღებინა ხელი – დედაზე ფიქრი იყო. იგი ხომ იმ დროს ცოცხალი იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, თვითმკვლელობის საზარი შავი აჩრდილი მაინც მუდამ თან მდევდა მთელი ცხოვრების განმავლობაში”.
„ნიკოლა ტესლამ უკანასკნელი მათხოვარივით იცხოვრაო”. – ცინიკურად შენიშნავდნენ სერბი მეცნიერის დიდების ზენიტის ბრწყინვალების სხივით დაბრმავებული მოშურნეები. მაგრამ ამით გენიოსს არაფერი დაკლებია. უფრო – პირიქით…
იგი ღირსეულად შეხვდა უკიდურეს გაჭირვებას და დიდი სწავლულის სახელითაც დატოვა ამიერში. ისინი კი, რომლებიც ტესლას მიერ განვლილ ცხოვრებას დასცინოდნენ, უსახელოდ გადაეგენ იმიერში. – (ავტორი გენია.ჯი)