ილო მოსაშვილი – „ძველი რვეულიდან”

ის გაზაფხული სხვა იყო, რადგან

ტკბილად მღეროდა გულიც, ბუნებაც,

ეხლა ჩვენს შორის ზამთარი ჩადგა

და აღარ ველი შენს დაბრუნებას.

* * *

ფუჭ ოცნებაში დღეებსა ვხარჯავ,

მარტო ვარ ქვეყნად, მარტო სრულებით,

ჩემს გზაზე შენი ჩრდილი რომ დარჩა,

იმ ჩრდილს დავდევ და ვეჩურჩულები.

* * *

მძინავს და სიზმრის ტახტზე მიზიხარ,

დედოფლად გრთავენ ქვეყნის მხატვრები.

მე ხომ უცხო ვარ, შენ ხომ სხვისი ხარ

და მაინც ასე რად მენატრები!

კომენტარის დატოვება