მატრიარქატი – „ეპიზოდი”
დედამიწაზე არსებულ ქვეყანათა უდიდეს უმრავლესობაში – მამაკაცი – ოჯახის უფროსად, ოჯახის მამამთავრად არის მიჩნეული და შესაბამისად, ასეთ ქვეყნებში პატრიარქატია გამეფებული. თუმცა არსებობენ ისეთი ქვეყნებიც, სადაც ქალთა უფლებები მამაკაცთა უფლებებზე გაცილებით მაღალია და მაშასადამე, მატრიარქატი მეფობს. (ავტორი გენია.ჯი) მატრიარქატით განსაკუთრებით ხასიათდება რიგი აზიური ქვეყნებისა. ასე მაგალითად, მატრიარქატი მბრძანებლობს პაკისტანში მაცხოვრებელ კალაშის ხალხში, ჩინეთში მაცხოვრებელ – მოსოს ხალხში, ინდონეზიაში მაცხოვრებელ – მინანგკაბაუს ხალხში. გარდა ამისა, იგი ასევე გავრცელებულია ინდოეთის, ბუტანისა და ნეპალის რამდენიმე რეგიონში.
ქალთა უფლებების განსაკუთრებული ძლევამოსილებით გამორჩეულია ინდოეთის შემადგენლობაში შემავალი შტატი – მეგჰალაია. ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში არსებული ეს სულ რაღაც 3 მილიონიანი მოსახლეობის მქონე შტატი იმითაა გამორჩეული, რომ იქ ყველაზე უუფლებო მამაკაცები ცხოვრობენ დედამიწაზე. ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო საკითხს ოჯახში ქალი წყვეტს. ეს ეხება როგორც ოჯახის ბიუჯეტის განკარგვას, ასევე სხვა საყოფაცხოვრებო და სოციალურ საკითხებს. ის კი არა და, ახალშობილისათვისაც სახელის დარქმევა ქალის პრივილეგიადაა ქცეული, რადგან მამაკაცს, თუნდაც ის მამა იყოს ბავშვისა, ამის უფლება ჩამორთმეული აქვს. ინდოეთის აღნიშნულ შტატში იმდენად ხშირად ირღვევა და ილახება მამაკაცის უფლებები, რომ დროთა განმავლობაში – „მამაკაცთა უფლებების დამცველი ორგანიზაციაც” კი ჩამოაყალიბეს უფლება აყრილმა და უფლება შელახულმა მეგჰალაიელმა მამაკაცებმა. ამიტომაც შენიშნავენ ხშირად ინდოეთში – „მეგჰალაიაში სჯობს, საერთოდ არ დაიბადო მამაკაცადო”. – (ავტორი გენია.ჯი)