ლევან გოთუა წერდა…
„სადაც მოძალადე და ომის გამჩაღებელი ჩნდება, მე იქ მიძალებულს ვეხმარები, მშვიდობას ვიცავ! სადაც სიძულვილი, შური და სიმახინჯე ჩაბუდდება, მე იქ სიყვარულის, ზნეობისა და სილამაზის მოქადაგე ვარ! სადაც ჩამორჩენილობა და სიბნელეა – იქ დედაენის მიმტანთ გულდაგულ ვუდგავარ გვერდში. როდესაც არაგვი ხიდს ან გზას ემუქრება, მე ჯებირზე ვარ ქვის მიმტანი, მთელ ხალხთან ერთად, მაგრამ როდესაც ახალი გზა გაჰყავთ, მე შეგნებულად და კანონზომიერად ძველ ტყესა და ძეგლს ვიცავ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გზა ფიქრს აგრძელებს, ხოლო ფიქრი გზას ამოკლებს, მისი უებარი გულსაოხია”.
* * *
„ცხოვრების სილამაზე და წინსვლის პირობა შესაძლოა მის სირთულეში და ხანდახან სიმახინჯეში იყოს!”
* * *
„ყველაფრის მოწმეობა – უდიდესი თვალთმაქცობაა!”
* * *
„კაცს როდესაც ჟამ-კვალი აერევა – მერმე უბედურზე უბედურია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დიდი წყურვილის დროს ცხოვრება ერთ ყლუპ წყალად ღირს, დიდი შიმშილის დროს ერთ ლუკმა პურად… მაგრამ დიდი ძვრების ჟამს – ერთი ფხა ზნეობისა მნიშვნელობით ყოველივე ადამიანურს აღემატება!”
* * *
„სიმართლის თქმა ყველაზე ადვილია, გაფუჭებული საქმის გამოკეთებაა ძნელი!”
* * *
„მე მივხვდი, რომ ყოველი სიტყვა ქვევრივით არის, რითაც აავსებ, იგივე დაგიღვინდება”.
* * *
„ცხოვრებაში ბევრი რამ წაღმა-უკუღმა სათქმელი და საფიქრალია…”
* * *
„მე ყველას ნათქვამში რაიმეს ჩემთვის მტკივნეულს დავეძებ და ხშირად ვაწყდები კიდევაც!” – (ავტორი გენია.ჯი)