შარლოტა ბრონტე – „ეპიზოდი”
პოპულარული რომანის – „ჯეინ ეარი”-ს საყოველთაოდ ცნობილი ავტორი, ინგლისელი მწერალი ქალი – შარლოტა ბრონტე (1816-1855 წლები), სულ რაღაც რვა წლის ასაკში იმყოფებოდა, როდესაც მამამ უმკაცრესი შინაგანაწესით „სახელდაგდებულ” ქოვან-ბრიჯის ქალთა სასულიერო სემინარიაში მიაბარა სასწავლებლად (მოგვიანებით იქ ცხოვრება და სწავლა მოუხდა შარლოტას დებსაც). სასწავლებელში გაბატონებულმა საშინელმა საყოფაცხოვრებო პირობებმა შარლოტა ტუბერკულოზით დაასნებოვნა, რის გამოც მას მალევე მოუხდა სასწავლებლის დატოვება. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, იმ ხნის განმავლობაში, რაც მომავალმა მწერალმა ქალმა სასულიერო სემინარიაში დაჰყო, სახელი ვერაფრით გაითქვა. ის კი არა და, სასწავლებლიდან წასვლის წინ შარლოტა ადმინისტრაციამ შემდეგი სახითაც კი დაახასიათა:
„შარლოტა ბრონტე. ჩააბარა 1824 წლის 10 აგვისტოს. წერს გაურკვევლად. ცოტას კითხულობს. კერავს ფაქიზად. არაფერი იცის გრამატიკის, გეოგრაფიის, ისტორიისა თუ ეთიკის შესახებ. საერთო ჯამში, თავის ასაკთან შედარებით ძალიან გონიერია, თუმცა არაფერი იცის სისტემატიურად. სკოლა დატოვა 1825 წლის 1 ივნისს”.
მას შემდეგ შარლოტა ბრონტეს სწავლა აღარსად გაუგრძელებია. შესაბამისად, მან ისე განვლო თავისი ხანმოკლე სიცოცხლე, რომ არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ საშუალო განათლებაც კი ვერ მიიღო. ცნობისათვის, უმაღლესი განათლებით ვერც ჰემინგუეი, რეი ბრედბერი და ჯეინ ოსტინი ვერ დაიტრაბახებდნენ, თუმცა შარლოტასაგან (და მიხეილ შოლოხოვისაგან, ვისაც მხოლოდ 4 კლასის განათლება გააჩნდა) განსხვავებით, მათ – საშუალო განათლება მაინც ჰქონდათ მიღებული. – (ავტორი გენია.ჯი)