„ტრინირარიერთა ორდენი” – (ეპიზოდი)

ფრანგი კათოლიკე ღვისმეტყველების – ჟან დე მატასა და ფელიქს დე ვალუას მიერ – 1198 წელს დაარსებული იქნა ბერ-მონაზონთა ორგანიზაცია, სახელწოდებით – „ტრინირარიერთა ორდენი”. აღნიშნული ორდენის უმთავრეს მიზანს წარმოადგენთა მუსულმანთა ხელში ტყვედ ჩავარდნილი ქრისტიანების დახსნა ნებისმიერ ფასად. (ავტორი გენია.ჯი) ნებისმიერ ფასად-თქო იმიტომ აღვნიშნე, რომ ხშირ შემთხვევებში ორდენის წევრები თავად ენაცვლებოდნენ მუსლიმთა ქრისტიან ტყვეებს, რის შედეგადაც საკუთარ თავს ნებაყოფლობითი მონობისათვის სწირავდნენ. სამაგიეროდ, ტყვეობაში ჩავარდნილ ქრისტიანებს ათავისუფლებდნენ და შველოდნენ… ორდენს დევიზიც შესაბამისი ჰქონდა: „დიდება წმიდა სამებას, თავისუფლება ტყვეებს”.

და მაინც, ყველაზე გავრცელებული ფორმა ქრისტიანი ტყვეების გამოსყიდვისა – ფული იყო. ორდენის წევრი ბერ-მონაზები, რომელთაც ეკრძლებოდათ ხორცისა და თევზით კვება, ეკრძალებოდათ რაიმე სახის პირადი საკუთრების ფლობა (ის კი არა და, მათ ცხენით გადაადგილებაც აკრძალული ჰქონდათ, რის გამოც ძირითადად ვირით სარგებლობდნენ), კარდაკარ დადიოდნენ, რათა მუსლიმანთა ტყვეობაში ჩავარდნილი ამა თუ იმ ტუსაღის გამოსახსნელად საჭირო თანხა მხოლოდ და მხოლოდ მოწყალების გზით შეეგროვებინათ. აგროვებდნენ კიდეც… ცნობილი ფაქტია, რომ მთელი თავისი 437-წლიანი არსებობის მანძილზე, ორდენის წევრებმა მუსლიმთა ტყვეობიდან საერთო ჯამში დაიხსნეს – 30 732 ქრისტიანი.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ტრინირარიერთა ორდენს ასეთი კაცთმოყვარული ქმედებით უდიდესი სამსახური გაუწევია მსოფლიო საკაცობრიო ლიტერატურისათვის…

მადრიდის პრადოს ცნობილი მუზეუმის ერთ-ერთი საგამოფენო დარბაზის მოკრძალებულ კუთხეში გამოფენილია ბერძნული წარმომავლობის მქონე გენიალური ესპანელი მხატვრის – ელ გრეკოს მიერ დახატული მისი ერთ-ერთი მოწაფის, ახალგაზრდა მონაზონის პორტრეტი, სახელწოდებით – „ტრინირარიერი მონაზონი”.

1580 წლის ერთ მშვენიერ დღეს, ელ გრეკომ თავის ზემოაღნიშნულ მოწაფესთან ერთად, ვისთანაც გარდა შემოქმედებითი საქმიანობისა, მეგობრობაც აკავშირებდა, ალჟირელთა ტყვეობისაგან ფულის გადახდის გზით გამოისყიდა დახეიბრებული და გაუბედურებული ესპანელი მამაკაცი. სამშობლოში დაბრუნების შემდგომ ელ გრეკოსა და მისი მეგობრის („ტრინირარიერთა ორდენის” წევრების) მიერ გამოსყიდულმა ხელგამხმარმა ყოფილმა ტყვემ – მიგელ დე სერვანტეს საავედრამ „მშობლიური ციხის საკანში” დაწერა რომანი „დონ კიხოტის” თავქარიანი თავგადასავლების შესახებ, რომელმაც უკვდავყო კიდეც მისი სახელი. „როდესაც „დონ კიხოტს” ვკითხულობთ, უპირველეს ყოვლისა, არ უნდა დავივიწყოთ „ტრინირარიერთა ორდენი” და ელ გრეკო, რადგან რომ არა სერვანტესის ალჟირელთა ტყვეობიდან დახსნა, კაცმა არ იცის, დაწერდა თუ არა იგი თავის შედევრ ლიტერატურულ ქმნილებას როდესმეო”. – გვახსენებენ ლიტერატორები. – (ავტორი გენია.ჯი)

ელ გრეკო

სერვანტესი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>