გალაკტიონ ტაბიძე – „იმერელმა ქორწილი ჰქნა”

იმერელმა ქორწილი ჰქნა -

ფეხდამწვარი წიწილითა,

თაგვი მაყრულს ეუბნება,

კატა კვდება სიცილითა,

ინდაური ლეკურს უვლის

ხტომითა და ცინცილითა,

ყველაფერი ეზოს აკრთობს

დაფითა და წინწილითა.

* * *

თაგვი მაყრულს რად ამბობდა,

კატამ რა ჰქმნა სიცილითა,

ბატი ლეკურს რად უვლიდა

ხტომითა და ცინცილითა,

ღამე ეზოს რად აკრთობდა

დაფითა და წინწილითა,

როს იმერმა ქორწილი ჰქმნა

ფეხდამწვარი წიწილითა?

კომენტარის დატოვება