„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„თუ ბედისწერა გარდაუვალია, თუ მოსახდენს ვერასოდეს გაექცევი და გეცოდინება, რა დროს რა გელის, შენი ცხოვრება ერთი მთლიანი საშინელება იქნება. ადამიანი მართლაც იმედით ცოცხლობს და კაცმა რომ თავისი ცხოვრების დასასრულის ზუსტი კოორდინატები, ზუსტი დრო, დღე და საათი დაადგინოს, საზოგადოებრივი ფორმაციის ყველა კანონი – ზნეობრივი, მორალური, სოციალური და იურიდიული – დაირღვევა, დედამიწაზე ქაოსი გამეფდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიკეთეს ღობის ძირას უტირიაო, ამბობენ!”
* * *
„დედამიწაზე რიგითი, უსახელო ადამიანები სახლობენ ძირითადად. მათი სულიერი და ფიზიკური ენერგიის, პოტენციის ხარჯზე იხვეჭენ სხვები სახელს და დიდებას. რიგითი ადამიანების გარეშე არ იარსებებს კაცობრიობა, თვით სიცოცხლეც კი”.
* * *
„ჩვენ, რომლებიც ჯერ არც ერთხელ არ მომკვდარვართ, საიდან შევიტყობთ, რას ფიქრობს კაცი სიკვდილის წინ”. – (მთვარიან ღამით)
* * *
„ნავში ჯდომა და ნავის მტვრევა, დიდი უგუნურობაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„პატიოსნებას მიჰყევი, იგი ისეთი მირონცხებული რამ არის, ჯოჯოხეთიდან დაგიხსნის”.
* * *
„უმადურნი არიან ადამიანები”.
* * *
„ადამიანი, მართალს ვამბობ, ვფიცავ სრულიად, კაცის ტანჯვაში მხეცზე უფრო არტისტულია”.
* * *
„შვილი სამშობლოს ეკუთვნის!” – (ავტორი გენია.ჯი)