რომის სამართალი – „ეპიზოდი”
ისტორიის თავდაპირველ ეტაპზე ძველი რომის სამართალში არ არსებობდა მუხლი, რომელიც ღმერთების გმობისათვის (მკრეხელობისათვის) დასჯიდა ადამიანს. ასე მაგალითად, ტიბერიუსის მმართველობის ჟამს (ძვ.წ.აღ-ით 14-37 წლები) რომაელები ამას იმით ხსნიდნენ, რომ ღმერთებს თავადვე გააჩნდათ საკმარისი ძალა საკუთარი თავის დაცვისა. მათ ისიც სწამდათ, რომ ზეცის უზენაესი არსებები უცილობლად იძიებდნენ ოდესმე შურს იმ მოკვდავ ადამიანებზე, რომლებმაც გაბედეს და შეურაცხყვეს ისინი. ის კი არა და, აზრს იმის შესახებ, რომ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთებს ადამიანის სუსტი ძალებისაგან სჭირდებოდა დაცვა, სწორედ ამას მიიჩნევდნენ რომაელები გარკვეული ხნის განმავლობაში – მკრეხელობად. – (ავტორი გენია.ჯი)