გალაკტიონი – „ოთხტროფიანი ექსპრომტი”
წინად ჩემი სპეტაკი გზა
ტალახიან ფეხით ზილეს,
მერე ვითომ შერცხვათ ცოტა
და მიხდიან იუბილეს.
კარგი, კმარა, ვინ არ ხედავს,
რომ ეს ხრიკი ამაოა,
იუბილე დაერქმევა
და დამარხვა კი გამოვა.
დამფასებლის სამოსელში
გაეხვევა მტრების ჯარი,
მაგრამ მათი შეფასება
ცინიზმია საზიზღარი.
ანგარიშში სცდება მტერი,
როს მღერის და გულში ღრინავს,
მას არ სძინავს არასოდეს,
მაგრამ ეხლა არც მე მძინავს.
* * * * * * *
P.S. აღნიშნული ექსპრომტი გალაკტიონმა მაშინ წარმოთქვა (1933 წელს), როდესაც შეიტყო, რომ თბილისში მისი პოეტური მოღვაწეობის 25 წლის (იუბილის) აღსანიშნავად ემზადებოდნენ.