ჰუიჩოლები – „ეპიზოდი”
მექსიკის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში მაცხოვრებელი ერთ-ერთი ინდიელი ხალხი – ჰუიჩოლები, იმთავითვე უამრავი უცნაური ტრადიციებითა და ადათ-წესებით გამოირჩევა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი ასეთი სახის უცნაური ჩვეულება ჰუიჩოლებში – მშობიარობასთან გახლდათ დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ: მშობიარობის დაწყების დროს, მელოგინე ქალის ქმარი ვალდებული იყო სახლის ჭერზე ასულიყო და იქ „გამაგრებულიყო”. ამ დროს მას გენეტალიებში სპეციალურად აბამდნენ თოკებს, რომელთა ბოლოებიც მშობიარე ცოლს ეპყრა ხელთ (იხილეთ ზემოთ განთავსებული სურათი). ყოველი ტკივილის ჟამს, რაც თან სდევს ხოლმე მშობიარობას, მელოგინე ქალი თოკებს ქაჩავდა და, რაც უფრო დიდი და გაუსაძლისი იყო მასში ტკივილის შეგრძნება, მით უფრო ძლიერი იყო თოკების მოქაჩვის ძალაც და შესაბამისად, კაცის გატანჯულობის „ხარისხიც”.
ჰუიჩოლი მანდილოსნები ამ უჩვეულო გზით აგებინებდნენ მამაკაცებს, თუ რაოდენ დიდ ტკივილს განიცდის ქალი მშობიარობის პროცესში. – (ავტორი გენია.ჯი)
ჰუიჩოლის ინდიელთა ტომის წარმომადგენელი დედა-შვილი