იცით თუ არა, რომ?!
1. „იატაკი” ქართული წარმომავლობის მქონე სიტყვა არ გახლავთ. იგი აღმოსავლური სიტყვაა და „საწოლს” აღნიშნავს. ქართულად მას სინამდვილეში – „ფენილი” ჰქვია. შედეგად, იატაკი – ხეფენილია, ხოლო ქუჩა – ქვაფენილი. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ამერიკის შეერთებული შტატების არც ერთი პრეზიდენტი – დედისერთა არ ყოფილა. ყველა მათგანს ჰყავდა დედმამიშვილები.
* * *
3. იმ სპარტელი მეომრების შვილებს, რომლებმაც თავის დროზე ლაჩრული საქციელი გამოავლინეს ბრძოლაში, დაქორწინება და შთამომავლობის გაგრძელება ეკრძალებოდათ. მამაკაცისათვის სიმხდალე იმდენად დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა ლიკურგეს სამშობლოში, რომ მისი ჩამორეცხვცა არას გზით არ იყო შესაძლებელი.
* * *
4. აფრიკული ფუტკრები თაფლს არ ამზადებენ. ამის მიზეზი გახლვათ ის, რომ „შავ კონტინენტზე” ზამთარი არ იცის. შესაბამისად, მათ დამატებითი საკვები მარაგების შევსება არ ესაჭიროებათ.
* * *
5. ძველი ბერძნები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დარწმუნებულნი იმაში, რომ ცისარტყელა მიწასა და ზეცას შორის გადებული ხიდი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ალმასი – გახლავთ ერთადერთი ძვირფასი ქვა სხვა სახეობის ძვირფას ქვათა შორის, რომელიც ერთადერთი ქიმიური ელემენტისაგან შედგება. ამ შემთხვევაში – ნახშირბადისაგან.
* * *
7. ასტრონომია გახლავთ ის უმნიშვნელოვანესი საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგი, რომლითაც შექმნა კაცობრიობამ – კალენდრი.
* * *
8. გეომეტრიის განვითარებაში იმაზე დიდი წვლილი არავის შეუტანია, ვიდრე ძვ.წ.აღ-ით IV-III საუკუნეებში მოღვაწე გენიალურ ძველ ბერძენ მათემატიკოსსა და სწავლულს – ევკლიდეს. მის მიერ აღმოჩენილი პრინციპები დღემდე საფუძვლად უდევს მათემატიკის ამ ურთულეს დარგს.
* * *
9. XVIII საუკუნის ბოლო პერიოდამდე შაქარი იმდენად იშვიათ და ძვირადღირებულ საკვებ პროდუქტს წარმოადგენდა ევროპაში, რომ მას – „თეთრი ოქრო”-ც კი უწოდეს.
* * *
10. მედიკოსთა მტკიცებით, ცხენის რძეს უფრო ადვილად ითვისებს და ირგებს ადამიანის ორგანიზმი, ვიდრე ძროხის რძეს. – (ავტორი გენია.ჯი)