ჯონ ლენონი – „ეპიზოდი”
მიუხედავად რიგი მიზეზებისა, ლეგენდად ქცეულ ბრიტანელ მუსიკოსს - ჯონ უინსტონ ონო ლენონს (1940-1980 წლები), მაინც ძალიან უყვარდა თავისი დედა – ჯულია სტენლი. ეს სიცოცხლის მოყვარული და მხიარული ქალი პატარა ვაჟიშვილს ბავშვობაში ხშირად უმეორებდა ერთსა და იმავეს, სიცოცხლეში ყველაზე მთავარი – ბედნიერებააო… (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღესაც, პატარა ჯონისათვის სკოლაში მასწავლებელს უკითხავს, როცა გაიზრდები, რა გინდა გახდეო, რაზეც მას უპასუხია „ – ბედნიერი ადამიანიო”.
„ – თქვენ კარგად ვერ გაიგეთ, ჩემი შეკითხვის არსიო?!” – უთქვამს პედაგოგს, რის საპასუხოთაც პატარა ჯონის მისი ასაკისათვის შეუფერებელი სიბრძნე გამოუვლენია – „პატივცემულო, მე კი გავიგე თქვენი შეკითხვის არსი კარგად, მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენ ვერ გაგიგიათ სათანადოდ დღემდე ცხოვრების არსიო”. – (ავტორი გენია.ჯი)