სუზან ვალადონი – „ეპიზოდი”
პირველი ფრანგი ქალი, ვისაც საფრანგეთის მხატვართა კავშირის წევრობის პატივი ხვდა წილად, დიდი ფრანგი მხატვარი და მენატურე - სუზან ვალადონი (1865-1938 წლები) გახლდათ. „მონმარტის საკნდალურ ქალად” ცნობილი ხელოვანი 1920-იან წლებში მატერიალურად ფეხზე საკმაოდ მყარად დადგა. (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ, ეს გამოწვეული იყო მისი შემოქმედებითი წარმატებით. სწორედ იმ პერიოდში დადო ვალადონთან გალერეა „ბერნჰაიმ-იოიონმა” ერთობ სარფიანი კონტრაქტი. კონტრაქტი, რომელიც გარანტირებულ მილიონს ჰპირდებოდა ყოველწლიურად ხელოვანს. შედეგად, სუზანი გამდიდრდა. ერთბაშად გამდიდრებულმა ხელოვანმა საკუთარ თავს „ბევრის უფლება” მისცა კარგი გაგებით. „ბევრის უფლება” ერთგვარი კომპენსირება გახლდათ წარსულში განვლილი უკიდურესი სიდუხჭირისა.
ვალადონის ახლობლებიც კი, რომელთათვისაც უცხო არ იყო მისი გულუხვობა, შოკირებული რჩებოდნენ სუზანის მიერ გაღებული უხვი სიკეთით. იგი ცდილობდა დახმარებოდა ყველას, ვისაც მისწვდებოდა მისი ხელი. ასე მაგალითად: დაეხმარა მისთვის უცნობი ყასაბის ცოლს, ვისაც ზურგის არეში საშინელი ტკივილები ტანჯავდა. ავადმყოფი ქალი ვალადონის დაფინანსებით სანატორიუმში იქნა გაგზავნილი, სადაც ის გამოჯანმრთელდა; ფოსლტალიონს, ვინაც მის ქუჩაზე მუშაობდა, ქორწინების წლისთავზე მდიდრული საჩუქარი მიართვა; ვალადონი ხშირად აგროვებდა ქუჩაში ღარიბ, მიუსაფარ ბავშვებს, რომლებიც შემდგომ საცირკო წარმოდგენებზე მიჰყავდა. ამ დროს პატარებს იგი გულუხვად უმასპინძლდებოდა ტკბილეულითა და სხვადასხვა სახის ნუგბარით. ამბობენ, ბავშვების რაოდენობა ასეულობსაც კი აღწევდა ხოლმეო.
ადამიანების მსაგვსად, სუზანი ცხოველების მიმართაც დიდი მზრუნველობით გამოირჩეოდა. ცნობილია, რომ ვალადონი მის საყვარელ კატას, ყოველ გამოსასვლელ დღეებში – უმაღლესი ხარისხის შავი ხიზილალით უმასპინძლდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)