ოგიუსტ როდენის ნააზრევი…

„მე დიდი ხანია მივხვდი, რომ პოლიტიკოსების იმედი არ უნდა იქონიო კაცმა”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხალისს მმატებს, როცა გავიგებ, რომ არსებობს ისეთი ხალხი, ვინც წამდაუწუმ აზრს არ იცვლის”.

* * *

„ზოგჯერ სულ უბრალო რამეს ვერ მიხვდები კაცი”.

* * *

„ბუნება არ ჩქარობს და ჩვენც მას უნდა მივბაძოთ”.

* * *

„ბალზაკზე უკეთესად ჯერ არავინ დაკვირვებია ცხოვრებას. „ადამიანური კომედია” ჩემი ბიბლია გახდა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მიყვარს, ხელმისაწვდომად რომ მაქვს ფული, როცა მჭირდება”.

* * *

„დიდი ხანია ვისწავლე: არაფრის იმედი არ უნდა მქონდეს”.

* * *

„რომანტიკული სიყვარული საფანტივით არის და ვერ ენდობი”.

* * *

„შთამომავლობას თავისი შეხედულება ექნება ჩემზე”.

* * *

„მე მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი ვარ!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება