ედგარ დეგა – „ეპიზოდი”
მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს, 80 წლის ასაკში შესულ გასაცოდავებულ, დანაოჭებულ მოხუცს – ედგარ დეგას (1834-1917 წლები), უსახლკარობის გამო პარიზის ქუჩებში ყველასგან მიტოვებულს მოუხდა ხეტიალი, ოდინდელიდან თანდაყოლილი სიამაყე მაინც არ დაუკარგავს. (ავტორი გენია.ჯი) ეს ღირსეული იმპრესიონისტი ფრანგი მხატვარი, თავისი ცხოვრების მწუხზე არ ერიდებოდა და გაბეულად ამბობდა – „მე ჩემი სიამოვნებისთვის ვხატავდი და არა სულელი ხალხისთვის ანდა მტრულად განწყობილი მეგობრებისთვისო”. როდენთან ერთ-ერთი უკანასკნელი საუბრის დროს სახვითი ხელოვნების დიდ მეტრს ისიც კი შეუნიშნავს თურმე, რომ არასოდეს ენაღვლებოდა, რას ფიქრობდნენ მის სურათებზე საზოგადოებაში. – (ავტორი გენია.ჯი)