„დამაკვირდი”
„სად არი, თვარა კაი კია სინდის-ნამუსი!” – მუხრან მაჭავარიანი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა ცოტა უნდა ადამიანს და მაინც რა რთულია ჩვენი ცხოვრება!” – ლევან გოთუა
* * *
„თუ მამაკაცს უნდა წარმატებას მიაღწიოს მრავალ ქალთან, თითოეულს თავს უნდა შემოევლოს”. – თეოდორ დრაიზერი
* * *
„რაა ისეთი, არ იკადრებს რასაცა ფიქრი”. – მუხრან მაჭავარიანი
* * *
„უმანკო, თოთო შველი… იმაზე უწყინარი არსება თითქოს არა არის რა თითქოს – არავის ერჩის, არავის ვნებს, წინ არავის გადაუდგება. მაგრამ, ი დალოცვილი თავისაზე უმანკო და უდანაშაულო ყვავილსა თუ ბალახს იგრე მოძოვს, იგრე მოცოხნის და მიირთმევს, რომ ვითომც აქ არაფერიაო. მოსპობს, მოწიწკნის, სიცოცხლეს მოუსწრაფებს. თვითონ კი ხარობს. თანაც, საგანგებოდ არჩევს უმანკოსა და აზიზს, გადაბერებულს როფი ეკარება. ჰოდა, ღვთის ნებით, ამ ქვეყანაზე უმანკო არავინ არის. ყველას თავისი ზვარაკი ჰყავს – ვინ ვის ერევა და ვის ირგებს სავარგულად”. – გივი კარბელაშვილი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბევრს უკანკალებს მუხლი მწვერვალზე რომ მოექცევა”. – თეიმურაზ ლანჩავა
* * *
„კარგია ბატონობა, თუ რამე გაფუჭდა, სხვას დააბრალებ, თუ რამე გაკეთდა, თავისთავს მიაწერ”. – მაკრინე ადეიშვილი (გალაკტიონის დედა)
* * *
„ვაი იმას, ვინც დარჩეს ერთი. დაეცეს და მეორე არავინ იყოს მისი წამომყენებელი”. – (ბიბლიიდან)
* * *
„ღმერთი ყველაზე მეტად უნდა გიყვარდეს”. – გი დე მოპასანი
* * *
„ყოველ ჩვენს ამოსუნთქვაზე წმინდა რა არის?” – ჯონ გოლზუორთი – (ავტორი გენია.ჯი)