ეკატერინე II – „ეპიზოდი”
„დიდად” წოდებული რუსეთის საყოველთაოდ ცნობილი იმპერატორი-ქალი - ეკატერინე II (1729-1796 წლები), მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური პერსონაა. (ავტორი გენია.ჯი) მართალია მის ბიოგრაფიას უამრავი შავა ლაქა გასდევს თან, მაგრამ, საქმეში ღრმად ჩახედული ავტორები ირწმუნებიან, რომ ბევრი ინფორმაცია, რომელიც ქარიზმატული ეკატერინეს შესახებ არის გავრცელებული, ერთობ გადაჭარბებული და დაუდასტურებელია. არა, ისინი არ უარყოფენ, ვნებიან და ვულგარულ იმპერატორ ქალს უამრავი საყვარელი მამაკაცი რომ ჰყავდა, მაგრამ „ზოოფილიაში” მის დადანაშაულებას, მაინც „დიდ უსამართლობად” მიიჩნევენ. ეკატერინეს წინააღმდეგ მიმართული ყველაზე ამორალური „შავი პიარი”-ს ავტორი გახლდათ ცნობილი პოლონელი ისტორიკოსი და მწერალი – კაზიმირ ვალიშევსკი. სწორედ ის იყო პირველი ადამიანი (ისტორიკოსი), ვინაც იმპერატორ ქალს ზოოფილიაში (ცხენთან სქესობრივ აქტში) დასდო ბრალი, თუმცა-კი ამის დასადასტურებლად არანაირი დოკუმენტური წყარო არ მოუყვანია. კაზიმირის სენსაციური ინფორმაცია ყველაზე სწრაფად ფრანგულმა ელიტამ აიტაცა, შემდეგ კი იგი ელვის უსწრაფესად მოედო მთელ ევროპას.
რუსი ისტორიკოსი – თედორე ბარტენევი კი, ვისზეც ამბობენ, რომ ყველაზე სერიოზულად და ქირურგიულად გამოიკვლია ეკატერინე მეორის ბიოგრაფია, ერთმნიშვნელოვნად შენიშნავდა – „იმპერატორს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, სულ – 23 საყვარელი ჰყავდა, რომელთაგან არც ერთი არ იყო ცხენიო”.- (ავტორი გენია.ჯი)
კაზიმირ ვალიშევსკი