სოციალისტური შრომის გმირი – „ეპიზოდი”
რონალდ რეიგანის მიერ „ბოროტების იმპერიად” წოდებულ საბჭოთა კავშირს თავისი არსებობის განმავლობაში სულ 7 გენსეკი განაგებდა – ლენინი, სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი, ანდროპოვი, ჩერნენკო და გორბაჩოვი. (ავტორი გენია.ჯი) ერთადერთი, ვისაც ამ „კოჰორტის” წევრთა შორის შვილი არ ჰყოლია, საბჭოეთში კომუნიზმის ფუძემდებელი – ლენინი იყო. ყველა სხვა დანარჩენებს, თავიანთი შთამომავლები გააჩნდათ. ზოგიერთმა ცხოვრებაში თავი გამოიჩინა რაღაცით, ზოგიერთმაც უსახელოდ, მშობლების ჩრდილში განაგრძო ცხოვრება. ისეთი რამ კი, რომელიც მათ საქვეყნოდ გაუთქვამდა სახელს და თავიანთი „დიადი ქვეყნის” გმირობას ოფიციალურად გაუფორმებდა, არც ერთ მათგანს არ გამოუვლენია. და რადგანაც არ „უგმირიათ”, საბჭოთა გენმდივნებს, მიუხედავად განუზომელი ძალაუფლებისა, ეყოთ კეთილგონიერება და არც ჩამოურიგებიათ მათთვის – საბჭოთა კავშირის გმირის საპატიო წოდებები.
თუმცა ამ შემთხვევაში არსებობს ერთადერთი გამონაკლისი: ქარიზმატული გამოსვლებით ცნობილმა – ნიკიტა ხრუშჩოვმა, 1963 წელს თავის უმცროს ვაჟს – სერგეი ხრუშჩოვს – სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ორდენი გადასცა. საინტერესოა ის გარემოება, რომ იმ დროს, როდესაც ყოვლისშემძლე ნიკიტამ ოფიციალურად აქცია სერგეი სოციალისტური „შრომის გმირად”, ხრუშჩოვის ვაჟიშვილი სულ რაღაც ოცდაშვიდოდე წლის ასაკში იმყოფებოდა. თუმცა აქ საკვირველი არაფერი იქნება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სერგეი – 24 წლის ასაკში უკვე გახლდათ ლენინური პრემიის ლაურეატი. – (ავტორი გენია.ჯი)
ნიკიტა ხრუშჩოვი
სერგეი ხრუშჩოვი