ჯემალ ჩახავა – „განუყრელია”

ჩვეულებრივი გახდი უკვე,

სხვას აქვს მეტობა,

ვინც გენდობოდა,

იგი უკვე აღარ გენდობა?

არ მოუსმინო, მეგობარო,

მავანთ ყბედობას,

განუყრელია ქვეყნად

ბედიც და უბედობაც.

კომენტარის დატოვება