ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”
ინგლისური სამზარეულოს მოძულე – ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წლები), ვინაც ალკოჰოლურ სასმელებს იშვიათად მოიხმარდა, სოკოსაგან დამზადებულ კერძებსა და შემწვარ კვრეცხს „აღმერთებდა” თურმე. (ავტორი გენია.ჯი) ფიზიკის საბუნებისმეტყველო მეცნიერების კორიფეს ძალიან აღიზიანებდა ისეთი ხორცის ჭამა, რომელიც სათანადო დონეზე არ იყო შემწვარი. ასეთ შემთხვევაში, მასპინძელი იყო თუ სტუმარი, აინშტაინი თავისი უარყოფითი შეხედულების გამოთქმას არ ერიდებოდა და ერთმნიშვნელოვნად და მრავლისმეტყველად შენიშნავდა – „ მე ვეფხვი არა ვარო!”
ალბერტის ახლობელი იგონებდნენ, მეცნიერს ისე უყვარდა შემწვარი კვერცხი და სოკოსგან დამზადებული კერძები, რომ პირველ მათგანს დღეში ორჯერ ჭამდა უეჭველი, მეორე მათგანს კი სამჯერაცო. უმეტესწილად მეცნიერი უპირატესობას ანიჭებდა სოკოში შემწვარ კვერცხს.
ფარდობითობის თეორიის გენიალური ავტორი გულგრილი არც ხილის მიმართ არ ყოფილა. თუმცა ყველაზე მეტად მაინც – მარწყვი უყვარდა (მარწყვი, რომელიც ცნობისათვის, ძვ. წ.აღ-ით 230-იან წლებში შედგენილ რომაულ დოკუმენტებში იქნა პირველად მოხსენიებული). ცნობილია ისიც, რომ განსაკუთრებით საყვარელ დელეკატესს აინშტაინისათვის – „მარწყვი-ნაღებით” წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)