ვლადიმერ მაიაკოვსკი – „ეპიზოდი”
საქართველოს უმშვენიერეს ქალაქ ბაღდათში ქვეყნიერებას მოვლენილი სახელოვანი რუსი მწერალი - ვლადიმერ მაიაკოვსკი (1893-1930 წლები), ვისთვისაც დამახასიათებელი თვისებები იყო – მეოამბოხე სული, ირონია და სკანდალური გამოსვლები, სახვითი ხელოვნებით ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში დაკავდა. (ავტორი გენია.ჯი) ბავშვობისა და ახალგაზრდობის ჟამს იგი ძირითადად პორტრეტების, შარჟებისა და კარიკატურების ხატვით იყო დაკავებული, და საკმაოდ კარგადაც ფლობდა ამ შესანიშნავი ხელოვნების ნიუანსებს.
გენიალური რუსი მხატვარი – ილია რეპინი, ვინაც არაფერი უწყოდა მაიაკოვსკის მხატვრული ნიჭის შესახებ, მის პოეტურ შემოქმედებას პირველად 1915 წელს გაეცნო. იგი ძალიან მოხიბლა ახალგაზრდა ვლადიმერის პოეზიამ. „ – მე დავხატავ თქვენს პორტრეტს!” – ამაყად მიმართა ერთ დღეს რეპინმა მაიაკოვსკის. „ – მე კი თქვენს პორტრეტს დავხატავ!” – მიუგო საპასუხოდ ლიტერატორმა. თქმა და საქმე ერთი იყო: დროის მცირე მონაკვეთში მაიაკოვსკიმ გაოცებული რეპინის რამდენიმე კარიკატურა დახატა (ერთ-ერთი მათგანი ზემოთ განთავსებულ სურათზეა გამოსახული).
„ – რაოდენ დიდი მსგავსებაა! – აღფრთოვანდა ვლადიმერის ნამუშევრებით რეპინი, „ – არ მიწყინოთ და, რაოდენ დიდი – რეალიზმიც!” – მრავლისმეტყველად დაუმატა კარიკატურების ავტორმა. – (ავტორი გენია.ჯი)
ვლადიმერ მაიაკოვსკი
ილია რეპინი