კალიგულა – „ეპიზოდი”
„ჩექმუკად” წოდებული რომის პირსისხლიანი იმპერატორი – კალიგულა (12-41 წლები), ერთ-ერთ საუკეთესო გასართობ საშუალებად – „გლადიატორთა ორთაბრძოლებს” მიიჩნევდა. რაც უფრო დაუნდობელი იყო არენაზე გამოვლენილი სისასტიკე ამა თუ იმ ბრძოლის ჟამს, მით უფრო დიდ სიამოვნებას იღებდა არაადეკვატური რომაელი მბრძანებელი. (ავტორი გენია.ჯი) კალიგულას განსაკუთრებით მაინც თურმე, გლადიატორებსა და სხვადასხვა სახეობის მტაცებელ ცხოველებს შორის გამართული სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლების ყურება უყვარდა. ერთ დღეს, ამ ამაზრზენმა სანახაობამ არენაზე მყოფი ყველა გლადიატორი შეიწირა. კალიგულა იმდენად დიდ აზარტში შეუყვანია არენაზე დატრიალებულ სისხლიან სცენებს, რომ ახალი გლადიატორების მოსაყვანად დროის დაკარგვა არც კი უცდია: იმისათვის, რომ გაავებულ მხეცებსა და უბედურ ადამიანებს შორის გამართული დაუნდობელი ორთაბრძოლა არ შეწყვეტილიყო, რაც კალიგულას სიამოვნებას წაჰგვრიდა, მას თავისი ჯარისკაცებისთვის უბრძანებია, სისხლიან წარმოდგენაზე გასართობად მისული საზოგადოების ნაწილი (ანუ მაყურებლის ნაწილი) სასაკლაოდ ქცეულ არენაზე ძალის გამოყენებით შეერეკათ. იმ დღეს მსხვერპლი ჩვეულებრივზე გაცილებით დიდი იყოო, შენიშნავდნენ იმ პერიოდის ისტორიკოსები. – (ავტორი გენია.ჯი)