იცით თუ არა, რომ?!
1. „ – მე გილიოტინა მომისაჯეს, შეურაცხყოფა კი არ მოუსჯიათ!” – ასე მიმართა საფრანგეთის სიკვდილმისჯილმა დედოფალმა – მარი ანტუანეტამ მის საკანში უკანასკნელი აღსარების მისაღებად მისულ მოძღვარს. მოძღვარს, ვინაც თავისი თავხედური სიტყვით შეურაცხყო თვლაცრემლიანი დედოფლის ამაყი ღირსება. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. სიტყვა „წყალტუბო”, როგორც ამტკიცებენ, ნიშნავს „თბილ წყალს”, უფრო სწორად, „წყალტფილს”. თუ გავიხსენებთ, რომ „ცუდსა მცირესა ტბათაგანსა ტბორე ეწოდების”, მაშინ მივიღებთ – „წყალტბორეს”.
* * *
3. კოლხთა იმ ხომალდებს, რომლებიც მითის თანახმად, ლეგენდად ქცეულ „არგოს” არა მარტო გამოუდგნენ, არამედ დაეწივნენ კიდევაც, აპოლონიოს როდოსელმა – „ფრთამალ ფრთოსანთა გუნდი” უწოდა.
* * *
4. ინდოეთის მთავარი რელიგია – ინდუიზმი – 3 333 ღმერთს ითვლის, ხოლო საზოგადოება დაყოფილია 3 000-ზე მეტ კასტად და ქვეკასტად.
* * *
5. „დიადი სული მათხოვრის ტანისამოსში” – ასე მოიხსენიებდა ხოლმე მაჰათმა განდის დიდი ინდოელი მწერალი – რაბინდრანათ თაგორი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. მალაელი და ჩინელი მეთევზეებით დასახლებულ იმ მიწას, რომელზედაც თანამედროვე სინგაპურია განთავსებული, ძველი სპარსელები – „ქართა სათარეშოს” უწოდებდნენ.
* * *
7. წყნარ ოკეანეში განთავსებულ ახალ კალედონიაში (საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია) მაცხოვრებელ ადგილობრივ ხალხებში, ისტორიის ადრეულ ეტაპებზე – კანიბალიზმი ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილა. თუმცა ერთი განსხვავებით: ადამიანის ხორცის ჭამის „პრივილეგიით” (როგორც მრავალცოლიანობის უფლებით) მხოლოდ და მხოლოდ ტომთა ბელადები სარგებლობდნენ.
* * *
8. ხოხბისებრთა ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი ფრინველი – ყრუანჩელა, სქესობრივი აქტის დროს ისე ყრუვდება, მონადირემ თოფიც რომ დაცალოს, მაინც არაფერი ესმის.
* * *
9. „ – მე ძველი ყაიდის კაცი ვარ და კარგად აღზრდილი ქალები მომწონსო”. – გულწრფელად აღიარებდა დიდი ფრანგი მწერალი – სომერსეტ მოემი.
* * *
10. „საქართველოს ხეთა პატრიარქი”. – ასე მოიხსენიებს ჭადარს ჩვენი ხალხი ისტორიის ადრეული ეტაპებიდან დღემდე. – (ავტორი გენია.ჯი)