კოსმოსური პროგრამა „აპოლო” – (ეპიზოდი)

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ – „NASA”-მ, 1960-იან წლებში აწარმოა კოსმოსური პროგრამა „აპოლო”, რომლის ფარგლებშიაც ჩატარებული იქნა საკაცობრიო ისტორიაში პირველი წარმატებული პილოტირებული მისია მთვარეზე (1969 წელს). (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული კოსმოსური პროგრამის საბოლოო და უმთავრესი მიზანიც სწორედ რომ მთვარეზე დაჯდომა იყო.

იმისათვის, რომ ეგზომ მნიშვნელოვანი კოსმოსური პროგრამა წარმატებულად დაგვირგვინებულიყო, შტატებმა უზარმაზარი თანხა გაიღო. ცნობილია, რომ საერთო ჯამში აშშ-ს – 25 მილიად დოლარზე მეტი დაუჯდა კოსმოსური პროგრამა „აპოლო” (თანამედროვე კურსით – 150 მილიარდ დოლარზე მეტი). თავად კოსმოსური რაკეტის – „აპოლო 11″-ის აგებაში, რომელმაც პირველმა ჩაიყვანა ადამიანი მთვარეზე, ამერიკის ბიუჯეტმა 355 მილიონი დოლარი გაიღო; რაკეტა-მატარებლის – „სატურნი-5″-ის აგებაში კი გადახდილი იქნა – 185 მილიონი ამერიკული დოლარი. დანარჩენი „ხურდა ფულიაო”, ხუმრობდნენ მაშინ „ნასა”-ში. ამ დროს კი, მარტო საკომანდო მოდელი „კოლუმბია” დაჯდა – 55 მილიონი, ხოლო მთვარის მოდული „არწივი” კი – 40 მილიონი ამერიკული დოლარი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>