ლევან გოთუა წერდა…
„ჩემი ქვეყნის ენა – ამეტყველებული სულია ჩემი ერისა და ბუნებისა! ბუნებრივიც არის, რომ დედაენაზე დიდსაფაქიზოს უფრო ვგრძნობ და განვიცდი!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კანონზომიერებას წარსულში უფრო აქვს ძალა, ვიდრე გაუმჟღავნებელ მომავალში!”
* * *
„სახელი და პიროვნება დამოუკიდებლად მაშინ ცხოვრობენ, როდესაც პიროვნება რაიმე სახელოვანს მოიმოქმედებს”.
* * *
„მიზეზ-შედეგის ურყევ კანონს უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია…”
* * *
„კაცს რომ სახსარი დააკლდება, სიბრძნე ემატება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სადაც სიყვარული არაა, იქ სიძულვილია მხოლოდ!”
* * *
„ერთი ბოროტება – ათ სიკეთეს ჯერაც წამოაჩოქებს!”
* * *
„ცხოვრება არა ოცნებების ფერმრავალი საქანელაა, არამედ მძიმე ხვედრი!.. უფრო ჩაკვესილად კი – ან მძიმე ტვირთი, ან მძიმე დანაშაული!.. და არც უსათუოდ ისე, რომ ვის რომელი შეხვდება, არამედ უფრო – ვინ რომელს აირჩევს და მოწოდებით ახორციელებს!”
* * *
„ცუდია. ცუდი უსასწაულო ცხოვრება, მაგრამ უარესია, როდესაც სასწაულს ჰპოვებ და მერე ისევ დაჰკარგავ!”
* * *
„ხელხვეწილი ქართული ასოები სანთლებს ჰგვანან!” – (ავტორი გენია.ჯი)