იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – „ეპიზოდი”
ცნობილი რუსი მწერალი და ეთნოგრაფი – ვლადიმერ დალი – „რუსული ენის დიდი განმარტებითი ლექსიკონი”-ს შედგენაზე მთელი 53 წლის განმავლობაში მუშაობდა. თუმცა, მასზე გაცილებით დიდი დრო დასჭირდა გენიალურ გერმანელ მწერალსა და მოაზროვნეს – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს, რათა თავისი ლეგენდად ქცეული ლიტერატურული ქმნილება – „ფაუსტი” დაეწერა. (ავტორი გენია.ჯი) მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსმა, ვინაც ლექსების წერა სულ რაღაც ათიოდე წლის ასაკში დაიწყო, „ფაუსტზე” მუშაობა 22 წლის ასაკში ჩაიფიქრა პირველად (1771 წელი). მასზედ მუშაობას ავტორი 1774 წელს შეუდგა. სანამ ლიტერატურული ნაწარმოების მეორე (ბოლო) ნაწილს დაწერდა იოჰანი, საკმაოდ დიდმა დრომ განვლო… საბოლოო ჯამში „ფაუსტი” სრულყოფილი სახით 1831 იქნა დასრულებული. ანუ, მწერლის გარდაცვალებამდე ორიოდე წლით ადრე. ლიტერატორის ბიოგრაფები შენიშნავენ – „რომ არა გოეთეს ხანგრძლივი ცხოვრება, მსოფლიო ლიტერატურას დიდი საგანძური დააკლდებოდა „ფაუსტი”-ს სახითო”.
შედეგად, გოეთემ „ფაუსტზე” მუშაობას საერთო ჯამში – 3 წლით მეტი დრო (56 წელიწადი) შეალია, ვიდრე ვლადიმერ დალიმ შეალია – „რუსული ენის დიდი განმარტებითი ლექსიკონი”-ს შედგენას. – (ავტორი გენია.ჯი)
ვლადიმერ დალი