იცით თუ არა, რომ?!
1. გენიალურმა ფრანგმა მოქანდაკემ – ოგიუსტ როდენმა – 1916 წლის 13 სექტემბერს მთელი თავისი ნაშრომ-ნაღვაწი, მათ შორის – ყველა ქანდაკება, საყვარელ სამშობლოს – საფრანგეთს უანდერძა. დიდი ფრანგი მამულიშვილის მიერ საკუთარი სამშობლოსადმი ნაანდერძევის სია კი მართლაც რომ შთამბეჭდავია: ხელოვანის – მარმარილოსაგან დამზადებული – 56 ქანდაკება, ამდენივე ბრინჯაოსი, 193 თაბაშირისა, ასიც ტერაკოტასი; 2 000-ზე მეტი ნახატი და ფანქრით მონახაზი; ასობით ანტიკური ქანდაკება – ბერძნული, რომაული და ძველეგვიპტური ხელოვნების ნიმუშები, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდა ოგიუსტი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ფსიქონალიზის ავსტრიელი ფუძემდებელი – ზიგმუნდ ფროდი, საბჭოთა ბელადმა – იოსებ სტალინმა, საბჭოთა ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს მტრად გამოაცხადა, რადგან ფროიდიზმის მიმდევარი გახლდათ მისი დაუძინებელი მტერი და პოლიტიკური ოპონენტი – ლევ ტროცკი.
* * *
3. სხეულზე არსებული იარები არ ოფლიანდებიან, რის გამოც მათ ჭუჭყი არ ეკიდებათ.
* * *
4. ჩვეულებრივი მუშა-ჭიანჭველების სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვიდან სამ წლამდე პერიოდს მოიცავს. აი, დედოფალი ჭიანჭველები კი 20 წელიწადე ცოცხლობენ. იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც ლაბორატორიულ პირობებში ერთ-ერთმა ეგზემპლარმა – 30 წელიწადი იცოცხლა.
* * *
5. გენიალურ ფრანგ მწერალს – ვიქტორ ჰიუგოს მხედველობის პრობლემა გააჩნდა, რის შედეგადაც ხშირად სარგებლობდა სათვალით, თუმცა-კი, პატრივმოყვარეობის გამო, სხვებთან სათვალეს არასოდეს ხმარობდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. შორეულ ზღვაოსნობაში მოდრეიფე თითოეულ საოკეანო ლაინერზე არის განთავსებული (ყოველი შემთხვევისთვის) – მორგი.
* * *
7. „არაფრად მჭირდება თქვენი ქრისტიანული თანაგრძნობა, ყველა ტანჯულს რომ მიაგებებთ ხოლმე. მე ადამიანური თანაგრძნობა მინდაო”. – წერდა – სომერსეტ მოემი.
* * *
8. დიდ ფრანგ პოეტს – პოლ ვერლენს იმდენად ეზიზღებოდა პარიზის ახალ სიმბოლოდ ქცეული „ეიფელის კოშკი”, რომ ყოველთვის თვალს ხუჭავდა, როცა გვერდით ჩაუვლიდა.
* * *
9. მას შემდეგ, რაც გერმანელმა ნაცისტებმა პარიზი დაიპყრეს, ქალაქის მოედნებიდან და ქუჩებიდან ოკუპანტების მიერ აღებული იქნა ბრინჯაოსაგან დამზადებული 150 ძეგლი. აღებული ძეგლები კი, თავის მხრივ, ჯერ გერმანიაში გადააგზავნეს და შემდეგ – გადაადნეს. როგორც აღმოჩნდა, ამ მზაკვრული და ბარბაროსული მეთოდით გერმანელებმა ფრანგი ხალხის დამცირება სცადეს, რადგან მათ სწორედ რომ იმ სახელოვანი ფრანგი მოქალაქეების ბრინჯაოს ძეგლები აიღეს და გადაადნეს, რომლებმაც ოდესღაც საფრანგეთს გაუთქვეს სახელი და, რომელთაც განსაკუთრებით ეთაყვანებოდა ფრანგი ხალხი.
* * *
10. კატები – თავიანთი სიცოცხლის 70 პროცენტს ძილში ატარებენ. – (ავტორი გენია.ჯი)