ასე აღწერა გარეგნულად ბალზაკი ალფონს დე ლამარტინმა…
„ბალზაკის სახე ნამდვილი სტიქია იყო. უშველებელი თავი, საყელოზე და ლოყებზე მიმოფანტული თმა, თითქოს მაკრატელი არასოდეს შეხებოდეს. მისი შორსმჭვრეტელი თვალები ცეცხლს აფრქვევდა, უშველებელი სხეული სქელი კისრით უერთდებოდა თავს; ხელ-ფეხი მოკლე ჰქონდა; მხრები და თეძოები – ფართე, ოთხკუთხა, მაგრამ მძიმე არ ყოფილა. ისეთი ენერგიით იყო სავსე, რომ საკუთარი სხეულის წონას ვერ გრძნობდა; თითქოს ეს წონა ძალას კი არ ართმევდა, პირიქით, მატებდა. მისი მოკლე ხელები მსუბუქად მოძრაობდნენ”.
ალფონს დე ლამარტინი (XIX საუკუნეში მოღვაწე დიდი ფრანგი ლიტერატორი)