„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ორცეცხლშუა ბრძენი არასოდეს ჩადგება… ერთს წყალს დაასხამს, მეორეს კი შეშას შეუკეთებს, გააღვივებს იმას, რომელიც უკეთ ათბობს…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სამართალი კეტსა ჰგავს, არათუ კომბალს – ორი ბოლო აქვს და ორთავ მწარეა მოხვედრისას”.
* * *
„ცოდო-მადლი უთუოდ იქმს თავისას თუ არა, მცირედ რასმეს მაინც”.
* * *
„რწმენის მოშლა სულის მოშლაა, წახდენაა ადამიანის”.
* * *
„მარტო მტერი კი არა, მოკეთეც კარგად უნდა იცოდეს კაცმა, თორემ უცოდინარი მოკეთე შენს მტერს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სანთელ-საკმევლის მზომელი ჯერაც არა ჰყავს ქვეყანას და არცა მგონია გაჩნდეს ოდესმე”.
* * *
„შურისძიება უსამართლო არ არის არსად, ზომა არს სხვადასხვა”.
* * *
„ცხოვრება ომი არს გაუთავებელი და ამ ომში ხმალზე მეტად საზრიანობა სჭრის”.
* * *
„ხალხზე გაწეული ამაგით ფასდება მეფე ყოველთვის”.
* * *
„თვალთა სინათლით იცნობა კაცი…” – (ავტორი გენია.ჯი)