ჯორჯ ორუელი – „ეპიზოდი”
დიდი ინგლისელი მწერლის – ჯორჯ ორუელის (1903-1950 წლები) ანტიუტოპიურმა ლიტერატურულმა ქმნილებამ – „1984″, დღის სინათლე პირველად 1949 წელს იხილა. ავტორის დისტოპიურმა რომანმა მკითხველში იმთავითვე უდიდესი მოწონება დაიმსახურა. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, ორუელს უამრავი ადამიანი შეეხმიანა წერილობით. ისინი ნაწარმოებით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და ლიტერატურულ ტალანტს უქებდნენ რომანის შემოქმედს. ერთ დღესაც, ახალი საფოსტო კორესპონდენციების გაცნობის მორიგ ჯერზე, ორუელს ხელში მისი ფრანგული მასწავლებლის წერილი შერჩა. პედაგოგი მადლობას უხდიდა თავის ყოფილ მოწაფეს და ახალ რომანს უქებდა. „ძალიან მნიშვნელოვანი” ლიტერატურული ნაწარმოებიაო”, – შენიშნავდა იგი ორუელისადმი მიწერილ წერილში. გარდა ამისა, წერილის ავტორი ხაზს იმ გარემოებასაც უსვამდა, რომ „1984″ ძალიან ჰგავდა მის მიერ წლების წინ (1931 წელი) დაწერილ ანტიუტოპიურ სატირულ რომანს – „საოცარი ახალი სამყარო” (ცნობისათვის, ეს ის ნაწარმოებია, რომელიც XX საუკუნის საუკეთესო ამერიკული რომანების ასეულში მოხვდა). დიახ, დიახ, ჯორჯ ორუელის ფრანგულის მასწავლებელი სკოლაში სწავლის პერიოდში იყო არა ვინმე სხვა რიგითი პედაგოგი, არამედ თვით – ოლდოს ჰაქსლი. დიდი ინგლისელი მწერალი, ვინაც სწორედ იმ დღეს გამოეთხოვა წუთისოფელს (1963 წლის 22 ნოემბერი), როდესაც ტეხასში სასიკვდილოდ დაჭრეს აშშ-ის პრეზიდენტი – ჯონ კენედი. – (ავტორი გენია.ჯი)
ოლდოს ჰაქსლი