პიერ შოდერლო დე ლაკლო – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ეპისტოლარული რომანის – „სახიფათო კავშირები”-ს ფრანგი ავტორი – პიერ შოდერლო დე ლაკლო (1741-1803 წლები), გარდა ლიტერატურული ტალანტისა, გამოგონების შესაშური ნიჭითაც იყო დაჯილდოვებული. (ავტორი გენია.ჯი) მის სახელთან დაკავშირებულია არაერთი გამოგონება, მათ შორის, საფრანგეთის რევოლუციური არმიისათვის საჭირო ინოვაციური საარტილერიო ჭურვების გამოგონებაც კი.
1887 წლის 17 ივნისს პირველ ყოველდღიურ ფრანგულ გაზეთში – „Journal de Paris”, გამოქვეყნდა ლაკლოს მიერ დაწერილი სტატია, სადაც მოყვანილი იყო მის მიერ შემუშავებული სახლების ნუმერაციის ახალი სისტემა (სქემა). ის სისტემა, რომელიც შემდგომ ფართოდ იქნა დანერგილი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. იმისათვის, რომ ადამიანს მარტივად შეძლებოდა ამა თუ იმ სახლის მიგნება, ლაკლოს მოსაზრებით, გზის (ქუჩის) ერთ მხარეს (ვთქვათ – მარჯვნივ) განთავსებული სახლები ლუწი ციფრებით უნდა დანომრილიყო, ხოლო გზის მეორე (მარცხენა) მხარეს არსებული კი – კენტი რიცხვებით.
ფრანგი მწერლისა და გამომგონებლის ინოვაციურმა პროექტმა მოწონება ჰპოვა და მალე პარიზი გამოეთხოვა სახლების დანომვრის მანამდე გაბატონებულ „ჰამბურგულ სისტემას”, რომელიც ჩანაცვლებული იქნა პიერ შოდერლო დე ლაკლოს მიერ შემუშავებული „ევროპულად” წოდებული სახლების დანომვრის ახალი სისტემით. – (ავტორი გენია.ჯი)