სან-ანდრეასის უცნაური დევიზი
კალიფორნიის შტატის შემადგენლობაში შემავალი კალავერასის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი – სან-ანდრეასი, ერთობ უჩვეულო და მრავლისმეტყველი დევიზით გამორჩეული ქალაქია. (ავტორი გენია.ჯი) ამ პატარა ქალაქის (3 000-მდე მოსახლე) უცნაური დევიზი გახლავთ: „ეს არ არის ჩვენი დანაშაული”.
როგორც ცნობილია, სან-ანდრეასი, რომელიც მექსიკელი ოქროს მაძიებლების მიერ იქნა დაარსებული 1848 წელს, განთავსებულია „სან-ანდრეასის რღვევის” სიახლოვეს (ტრანსფორმული რღვევა წყნარი ოკეანისა და ჩრდილოეთ ამერიკის ლითოსფერულ ფილაქნებს შორის, რომლის სიგრძე 1 200 კილომეტრს აღემატება).
1906 წელს კალიფორნიის შტატსა და 1989 წელს ლომა-პრიეტას თავს დაატყდა მიწისძვრების საშინელი სერია, რომელთაც საუბედუროდ, ათასობით ადამიანის დაღუპვა მოჰყვა თან. სეისმოლოგთა და გეოლოგთა მტკიცებით, ზემოაღნიშნული ტრაგედიები დაკავშირებული გახლდათ სწორედ რომ „სან-ანდრეასის რღვევასთან”.
ის, რომ ქალაქ სან-ანდრეასს არანაირი ბრალი არ მიუძღოდა მისივე სახელობის რღვევიდან გამოწვეულ ტრაგედიებში, მოსახლეობამ მშობლიური ქალაქის დევიზში ასახა მახვილგონივრულად: „ეს არ არის ჩვენი დანაშაული”. – (ავტორი გენია.ჯი)
სან-ანდრეასის რღვევა