დანიის სამეფოს მონარქები – „ეპიზოდი”
1513 წლის 22 ივლისს დანიის სამეფო ტახტზე ავიდა ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი – კრისტიან II. მას შემდეგ, მთელი 459 წლის განმავლობაში, ანუ 1513-დან – 1972 წლამდე, დანიის სამეფო ტახტზე მხოლოდ და მხოლოდ ორი სახელის მქონე მონარქები ადიოდნენ – კრისტიანი და ფრედერიკი. (ავტორი გენია.ჯი) ზემოაღნიშნულ პერიოდში დანიის სამეფოს სულ 18 პერსონა მართავდა და მათ შორის არც ერთი არ იყო ქალი. მონარქთა თანმიმდევრობა კი 1972 წლამდე შემდეგი იყო: კრისტიან II; ფრედერიკ I; კრისტიან III; ფრედერიკ II; კრისტიან IV; ფრედერიკ III; კრისტიან V; ფრედერიკ IV; კრისტიან VI; ფრედერიკ V; კრისტიან VII; ფრედერიკ VI; კრისტიან VIII; ფრედერიკ VII; კრისტიან IX; ფრედერიკ VIII; კრისტიან X და ფრედერიკ IX.
1972 წელს კი, როგორც იქნა, დანიის სამეფო კარზე 459 წლის განმავლობაში „გაბატონებული” ტრადიცია დაირღვა: ამ შესანიშნავი ევროპული ქვეყნის მონარქად (დედოფლად) 1972 წლის 15 იანვარს ოფიციალურად იქნა კორონიზებული გლიუქსბურგების დინასტიის წარმომადგენელი ქალი – მარგრეტე II, ვინაც დღემდე სანაქებოდ განაგებს ქვეყანას. – (ავტორი გენია.ჯი)
მარგრეტე II