ონორე დე ბალზაკი წერდა…

„რა ჭუჭყიანი და უმსგავსი სარჩული ჰქონია ამ ქვეყანას!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჩვენი სინდისი უტყუარი მსაჯულია, სანამ იგი არ ჩაგვიკლავს”.

* * *

„მღვდლები, მსაჯულები და ქალები ბოლომდე არასოდეს იხდიან თავიანთ სამოსელს”.

* * *

„ – ბოსუე ამბობს, ღმერთი ხანდახან ერთი ჭიქა წყლისთვის მეტს გვიზღვავს, ვიდრე ომში გამარჯვებისთვისო”.

* * *

„რა მსუბუქი უნდა იყოს იმ ადამიანის ბარგი, რომელიც ბედს მისდევს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყველა გენიოსი ოინბაზია”.

* * *

„პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად არავითარი ფასი არ გვენანება”.

* * *

„ჩემი დაშნა არ ჩამორჩება ჩემს ენას”.

* * *

„მე განკაცებული კუჭი როდი ვარ!”

* * *

„ჩემი ცხოვრება მეტად ხანგრძლივი დუმილი იყო!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება