ანტინატალიზმი – „ეპიზოდი”
დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი უძველესი და შესაძლოა ითქვას, პირველი ფორმულირება მიზანთროპული იდეისა იმის შესახებ, რომ ადამიანები არ უნდა გამრავლდნენ, ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ძველ ბერძნულ ცივილიზაციაში იღებს სათავეს. (ავტორი გენია.ჯი) შობადობის საწინააღმდეგო ფილოსოფიურმა და ეთიკურმა იდეოლოგიამ, რომელსაც – „ანტინატალიზმი” ეწოდა, სწავლულების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება XIX საუკუნეში მიიპყრო. მის უმთავრეს აპოლოგეტად იმ პერიოდში მიჩნეული იყო ერთ-ერთი ყველაზე პესიმისტი ევროპელი ფილოსოფოსი – არტურ შოპენჰაუერი, ვინაც სიცოცხლეს მხოლოდ ტანჯვად აღიქვავდა. გერმანელი სწავლულის მოსაზრებით, დაბადება იმდენად ბევრი ნეგატიური ასპექტისაგან შედგება, რომ კაცთა მოდგმის გამრავლება არც კი ღირს. ანტინატალიზმის „მოძღვრებას”, რომელიც ნეგატიურად არის განმსჭვალული შობადობის წინააღმდეგ და გამრავლებას არაეთიკურ მოვლენად განიხილავს ნებისმიერ სიტუაციაში, თავის დროზე ისეთი სახელოვანი სწავლულები იზიარებდნენ, როგორებიც იყვნენ – ლუდვიგ ვიტენშტეინი, პეტერ-ვესელ ცაპფე, ედურად ჰარტმანი და სხვანი და სხვანი.
ანტინატალიზმთან უამრავი უცნაური და საინტერესო შემთხვევაა დაკავშირებული. ასე მაგალითად: 27 წლის ასაკში მყოფმა ერთ-ერთმა ინდოელმა ანტინატალისმა მოქალაქემ სასამართლოში საკუთარ მშობლებს იმის გამო უჩივლა, რომ მათ იგი ქვეყნიერებას მოავლინეს. ინდოელი ახალგაზრდა მიიჩნევდა, რომ მისი შობით მშობლებმა ის უსაზღვრო ცხოვრებისული ტანჯვისთვის გაწირეს. – (ავტორი გენია.ჯი)