ევარისტ გალუა ამბობდა…
„არსებობენ ადამიანები, რომელთაც წილად ხვდათ თესონ სიკეთე, მაგრამ ვერასოდეს მოიმკან იგი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩემი ოხუნჯობა უვნებელია, სიცილი – ბოროტებას მოკლებული!”
* * *
„დიდი ადამიანები ყოველთვის მარტონი არიან”.
* * *
„არავის სიბრალული მე არ მჭირდება”.
* * *
„ჩემი უბედურება იმაშია, რომ არაფერი არ მავიწყდება. ყველაფერი ის, რაც მინახავს, წამიკითხავს ან განმიცდია, მახსოვრობაში მრჩება. აი რატომ არის, რომ თუ შემიყვარდა – არ შემძულდება და თუ შემძულდა – აღარ მეყვარება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე უნდა საკუთარი ცხოვრებით ვიცხოვრო”.
* * *
„მართლმსაჯულება უფრო ქმედითია, როცა იგი ნაკლებ დიდებულად გამოიყურება”.
* * *
„ამა ქვეყნის ძლიერთაგან მე იმითა ვარ დავალებული, რომ ვმუშაობ ციხეში – სავანეში, რომელიც ძნელად თუ განაწყობს ადამიანს აზროვნებისადმი”.
* * *
„მეცნიერი რომ გახდე, მეცნიერების გარდა ყველაფერი დავიწყებას უნდა მისცე”.
* * *
„არსებობს უფრო წმიდათა წმიდა კანონი, ვიდრე ის, რომელიც ჩაწერილია ხრწნად ქაღალდზე. და ეს ღირსების კანონია, ბატონებო!” – (ავტორი გენია.ჯი)