ალ კაპონე – „ეპიზოდი”
იტალიური წარმომავლობის მქონე საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი განგსტერი – ალ კაპონე (1899-1947 წლები), რომელიც წლების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა ამერიკას, ყოველთვის ერიდებოდა მის სახეზე არსებული ნაიარევის წარმომავლობის შესახებ საუბარს, რის გამოც ეწოდა კიდეც ამ დაუნდობელ კაცს მეტსახელად – „ნაიარევი სახე”. (ავტორი გენია.ჯი) და თუკი როდისმე რაიმეს იტყოდა აღნიშნული ინციდენტის შესახებ, მუდამ ირწმუნებოდა, რომ მან სახეზე ნაიარევი პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობის ჟამს მიიღო, სადაც იგი რიგით ჯარისკაცად იბრძოდა.
სინამდვილეში კი, ინციდენტი, რომელმაც იტალიელ მაფიოზს სახეზე სიცოცხლეში სამარადჟამო ნაიარევი დაუტოვა, აბსოლუტურად სხვა შემთხვევასთან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ალ კაპონეს გამონათქვამ „წარუმატებელ კომპლიმენტთან” იყო დაკავშირებული.
ერთ-ერთი წვეულების დროს, ახალგაზრდა კაპონემ, მაშინ, როდესაც იგი ჯერ კიდევ ბარში მუშაობდა მცველად, გავლენიანი თანამემამულე განგსტერის – ფრენკ გალუჩიოს ღვიძლ დას შემდეგი „კომპლიმენტი” უძღვნა: „ – თქვენ შესანიშნავი უკანალი გაქვთ. ამას სრული გულწრფელობითა და კარგი გაგებით გეუბნებით!”
უცნობი ყმაწვილის თავხედურმა გამოხდომამ გოგონა უკიდურესად შეურაცხყო და გაანაწყენა. იგი უმალვე ძმასთან მიიჭრა და სიტყვა-სიტყვით მოუყვა ყოველივე. გალუჩიოს ისღა დარჩენოდა, სათანადოდ დაესაჯა თავხედი ყმაწვილი, და აკი, დასაჯა კიდეც სახეზე დადებული ეგზომ ცნობილი ნაიარევით: გამძვინვარებული განგსტერი დანით შეიარაღებული დაესხა თავს ალ კაპონეს. მაფიის მომავალი ბოსი სიკვდილს სასწაულებრივად კი გადაურჩა, მაგრამ სახეზე სამუდამოდ დარჩა „წარუმატებელი კომპლიმენტის” კვალი. – (ავტორი გენია.ჯი)
ფრენკ გალუჩიო