ზელანდია – „ეპიზოდი”
წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფო – ახალი ზელანდია, ზელანდიის კონტინენტურ ფრაგმენტზეა განთავსებული. სრული წარმოდგენა რომ შეგვექმნას აღნიშნულ კონტინენტურ ფრაგმენტზე, შევნიშნოთ, რომ მისი საერთო ფართობი ორჯერ აღემატება ისეთი უზარმაზარი ტერიტორიის მქონე ქვეყნის ფართობს, როგორიც გახლავთ ინდოეთი. (ავტორი გენია.ჯი) ზელანდიის ტერიტორიის დაახლოებით 94% ოკეანის წყალ ქვეშ არის მოქცეული, ხოლო იმ ნაწილებზე კი, რომლებიც წყლიდან არის ამოზიდული, ორი კუნძულოვანი სახელმწიფო ფუნქციონირებს – ახალი ზელანდია და ახალი კალედონია.
2017 წელს 11 სახელგანთქმული გეოლოგისაგან შემდგარმა ჯგუფმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ზელანდია კონტინენტის ერთ-ერთი შემადგენელი ტერიტორია იყო. თუმცა, დროის ქარიშხალმა და ბუნებრივმა კატაკლიზმებმა მისი უდიდესი ნაწილი – წყალქვეშ მოაქცია. – (ავტორი გენია.ჯი)