იცით თუ არა, რომ?!
1. „კავკასიასა და საქართველოში ნაყიდი მონების ბრბო”. – ასე დაახასიათა თავდაპირველად ეგვიპტელი მამლუქები ნაპოლეონ ბონაპარტემ. მოგვიანებით მას აბსოლუტურად შეეცვალა მამაც მამლუქებზე ადრეული წარმოდგენა და მათგან ცალკე ესკადრონიც კი ჩამოაყალიბა. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ამერიკულ კინოინდუსტრიას – „ჰოლივუდი” ჰქვია, ინდურ კინოინდუსტიას – „ბოლივუდი”, ხოლო ნიგერიულ კინოინდუსტრიას – „ნოლივუდი”. აღნიშნული კინოინდუსტრია მეორე ადგილზე დგას ბოლივუდის შემდეგ კინოფილმების წარმოების სიმრავლით.
* * *
3. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს, ერთადერთი წარმატებული აჯანყება განხორციელდა გერმანელი ნაცისტების კონტროლქვეშ მყოფ კონცლაგერში. 1943 წლის 14 ოქტომბერს „სობიბორის საკონცენტრაციო ბანაკში” აჯანყებამ იფეთქა. ამბოხში მონაწილეობა 550 ტყვიდან 130 მათგანს არ მიუღია და შესაბამისად, არც გაქცეულა, რაც მეორე დღეს სანანებლად გაუხდათ – ბანაკის ტერიტორიაზე დარჩენილი უკლებლივ ყველა, ასოცდაათივე ტყვე დახვრიტეს. 80 აჯანყებული ბანაკშივე გაანადგურეს. დანარჩენები გაიქცნენ, თუმცა 170 მათგანი ძებნის შედეგად აღმოაჩინეს და ადგილზე გაანადგურეს. საბოლოო ჯამში, „სობიბორის საკონცენტრაციო ბანაკიდან” გაქცეული 360 ტყვიდან მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მხოლოდ 47-მა მათგანმა უწია ცოცხალმა.
* * *
4. ელ გრეკოს მიაჩნდა, რომ მიქელანჯელომ ხატვა არ იცოდა; ედუარ მანეს იდეალი მხატვარი – ველასკესი აბუჩად იგდებდა რაფაელს; რენუარს, რომელსაც იშვიათად თუ შეშურდებოდა სხვისი, შურდა ედუარ მანესი და ედგარ დეგასი. იმასაც ამბობენ, ჰიუგოს არ უყვარდა როდენიო… და ასე უსასრულოდ…
* * *
5. ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში განთვსებულ ერთ-ერთ უბანს – „გურჯთა უბნად” მოიხსენიებენ. როგორც ჩანს, ისტორიის ადრეულ ეტაპებზე იქ ქართველ მამლუქებს უცხოვრიათ, რასაც ისიც მოწმომბს, რომ აღნიშნულ უბანში მაცხოვრებელთა მრავალი გავრის ფუძეში ხმიანობს დღემდე სიტყვა „გურჯი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „ჰიუგოსთვის ცოლის გარდა ყველაფერი ვარო”, – და ვერც ეღირსა მსოფლიო ლიტერატურის ფრანგი კლასიკოსის ცოლობას მწერლის პირველი საყვარელი ქალი – ჯულიეტა დრუე. იშვიათი სილამაზით დაჯილდოვებულმა ქალმა ყველაფერი ვიქტორს შესწირა. მათ შორის სიმდიდრე, ფუფუნება და კარიერა.
* * *
7. ანტიკური ხანის „მარადიულ ქალაქში” არსებულ კოლიზეუმში ყოველდღიურად საშუალოდ 10-დან 24-მდე ბრძოლა იმართებოდა გლადიატორებს შორის.
* * *
8. პიკასოს ჩვევად ჰქონია, არაფერი გადაეგდო: არც საკუთარი ხელით შექმნილი, არც შეძენილი და არც ნაჩუქარი.
* * *
9. აცტეკების იმპერიის გამაცამტვერებელ ესპანელ კონკისკადორს, ცბიერსა და დაუნდობელ – ერნან კორტესს თავისი ჯარისკაცები „დაბევებული” რომ ჰყოლოდა, ამერიკის ნაპირებზე გადასულმა ხომალდების დაწვა ბრძანა.
* * *
10. რამდენიმე ათეული წლის წინათ ნავთობის ერთ-ერთ ძირითად პროდუქტს – ბენზინს უსარგებლო და საშიშ ნარჩენად თვლიდნენ და კონკურსებსაც კი აცხადებდნენ მისი მოსპობის ხერხების გამოსამუშავებლად. – (ავტორი გენია.ჯი)