კიურების „ნობელიანტი” ოჯახი – „ეპიზოდი”
„ნობელის პრემიის” უპრესტიჟულესი ჯილდო საყოველთაოდ ცნობილი ფრანგი ქიმიკოსების – კიურების ოჯახის ოთხ წარმომადგენელს ხუთჯერ აქვს მინიჭებული თავის დროზე. საყურადღებოა ისიც, რომ დღემდე არც ერთ ოჯახს არ ღირსებია იმდენი ნობელის პრემია, რამდენიც ფრანგი სწავლულების ოჯახს. შედეგად, კიურების ოჯახი ყველაზე მეტი ნობელის პრემიის მფლობელია მსოფლიოში. (ავტორი გენია.ჯი) გენიალური ქიმიკოსი ქალი – მარი სკლოდოვსკა-კიური გახლდათ ის პირველი ქალბატონი ისტორიაში, ვისაც ნობელის პრემიით დაჯილდოვების პატივი ხვდა წილად. გარდა ამისა, მარია არის ის პირველი ქალბატონიც, ვინაც მეორედაც დაჯილდოვდა ნობელის პრემიით (ამჯერად ქიმიის დარგში 1911 წელს), ანუ ორგზის ნობელიანტი გახდა. სწორედ ის იყო პირველი ფრანგი თავის კოლეგა ანრი ბეკერელთან ერთად, რომელსაც ფიზიკის დარგში მიენიჭა ნობელის პრემია.
ნობელის პრემიით ასევე დაჯილდოვებული იქნა მარია კიურის მეუღლე, ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი ფიზიკოსი – პიერ კიური. აღნიშნული ჯილდო მას თავის მეუღლესთან ერთად მიანიჭეს „პროფესორ ბეკერელის მიერ აღმოჩენილი რადიაციის ფენომენის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნად“.
აქვე საინტერესოა ისიც, რომ ნობელის პრემიის მეორე ლაურეატი ქალიც პირველის მსგავსად, კიურების ოჯახის წარმომადგენელი იყო. მარია კიურის უფროსმა ქალიშვილმა – ირენ-ჟოლიო კიურიმ ეს პრესტიჟული ჯილდო საკუთარ მეუღლესთან, დიდ ფრანგ ქიმიკოსთან – ფრედერიკ ჟოლიო-კიურისთან ერთად მიიღო 1935 წელს. ირენ-ჟოლიო წარმოადგენდა ნობელის პრემიის იმ პირველ ლაურეატს, რომელსაც ორივე მშობელი ნობელიანტი ჰყავდა. – (ავტორი გენია.ჯი)
პიერ კიური
ირენ-ჟოლიო კიური
ფრედერიკ ჟოლიო-კიური