ვილჰელმ კონრად რენტგენი – „ეპიზოდი”
„რენტგენის სხივების” აღმომჩენი დიდი გერმანელი ფიზიკოსი - ვილჰელმ კონრად რენტგენი (1845-1923 წლები), ვინაც თავისი მოკრძალებული ბუნების გამო, რამდენჯერმე უარი განაცხადა პრესტიჟული პრემიების ლაურეატობაზე, საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდგომ, ყველასგან მიტოვებული და დავიწყებული აღმოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფ სწავლულს იმდენად უჭირდა ეკონომიურად, რომ იძულებული იყო ეშიმშილა. ამას მეცნიერის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობაც თან ერთვოდა (უჭირდა გადაადგილება). ექიმთან წასასვლელი ფული ვილჰელმს არ გააჩნდა, შედეგად მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. სწორედ ამ დროს გამოუჩნდა მას ერთადერთი გულშემატკივარი, ებრაული წარმომავლობის მქონე ცნობილი რუსი აკადემიკოსი – აბრაამ იოფე. „საბჭოთა ფიზიკის მამად” წოდებული იოფეს ზრუნვის შედეგად, ვილჰელმს შესაძლებლობა მიეცა ექიმთან ვიზიტი შეეთანხმებინა. საავადმყოფოში მისულს რენტგენის სხივებით გადაღება ურჩიეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რენტგენის სხივებით გადაღებას ბევრი პაციენტი ელოდა. ბედის ირონიით, რიგი იმდენად დიდი იყო, რომ რენტგენის სხივების აღმომჩენს თავად მოუხდა ლოდინი მთელი ორი კვირის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც რიგი ეღირსა, ვილჰელმმა ექიმთან შეხვედრა მოახერხა. მედიკოსმა, როდესაც პაციენტის გვარი და ვინაობა გაიგო, დიდხანს გაოცებასა და აღტაცებას ვერ მალავდა. ამიტომაც არ გამოართვა აღნიშნული პროცედურის ჩატარებაში გაწეული შრომისათვის თავის სახელოვან პაციენტს ფული მადლიერმა ექიმმა. – (ავტორი გენია.ჯი)