ლადო მრელაშვილი წერდა…
„მე გამოუსწორებელი აზიელი ვარ, ქალის ღალატი სამშობლოს ღალატად მიმაჩნია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რომი დაღუპა გარყვნილებამ, გარყვნილება დაღუპავს ევროპასაც. და იგივე მოგვიღებს ჩვენც ბოლოს, თუ ჩვენ იქიდან ეგრე ბრმად განვაგრძობთ ათასგვარი სისულელის გადმოტანას და წამბაძველობას”.
* * *
„მე ვამტკიცებ: თუმცა არარატი ყურის ძირში გვაქვს, მაინც ნოეს მტრედს საქართველოსთვის თვალიც არ დაუკრავს. არ დაუკრავს-მეთქი, თორემ ნისკარტში ზეთისხილის მაგიერ – ვაზის რქა ექნებოდა…”
* * *
„მამაცები არ მარცხდებიან, მამაცები ნადგურდებიან!..”
* * *
„ღმერთმა თუ განგებამ თავიდანვე ეგრე დააწესა: მაღალი და დაბალი; მსუქანი და გამხდარი; ვიწრო და განიერი; მძიმე და მსუბუქი; გრძელი და მოკლე. ეს არი დედამიწაზე ყველაზე დიდი ფილოსოფია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩემგან ეს დაიხსომეთ: არსებობს მხოლოდ არასწორი გზა, და არა გამოუვალი მდგომარეობა”.
* * *
„ამ ქვეყანაზე ღმერთი მაინც უნდა იყოს ცოტა დალაგებული”.
* * *
„სპარტის კანონმდებლის – ლიკურგეს მესამე რეტრა ერთსა და იმავე ხალხზე ხშირ ლაშქრობას კრძალავდა, რათა მტერი თავდაცვას არ მისჩვეოდა და სპარტელთა თანასწორ მეომრად არ ქცეულიყო. ჩვენ კი ისტორიის განუსჯელობამ ისეთ სამჭედლოში შეგვაგდო, სადაც თითქმის ყველა მხრიდან გვირტყამდნენ უროს. მაგრამ ამ რტყმევამ გასრესის ნაცვლად იგრე გამოგვჭედა, წინაპართა ფოლადმა ჩვენს თაობამდე მოატანა”.
* * *
„ყველაზე საშინელი რამ ცილისწამებაა ამ ქვეყანაზე”.
* * *
„ნიჭი და სილამაზე ერთმანეთის გზებს იშვიათად ჰკვეთს…” – (ავტორი გენია.ჯი)