ნილს ბორი – „ეპიზოდი”
თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი უდიდესი დანიელი ფუძემდებელი – ნილს ბორი (1885-1962 წლები), კერძო საუბრებში (ერთიერთში) შესანიშნავი მჭერმეტყველობით გამოირჩეოდა, მაგრამ, როგორც კი საქმე აუდიტორიის წინაშე სიტყვის თქმამდე მივიდოდა, „მანჰეტენის პროექტის” თანამონაწილე მეცნიერი უმალ კარგავდა მჭერმეტყველობის უნარს. (ავტორი გენია.ჯი) დამსწრე საზოგადოების წინაშე მისი სიტყვით გამოსვლა ხშირად ისე სრულდებოდა, რომ პუბლიკას პრაქტიკულად ვერანაირი აზრი ვერ გამოჰქონდა სწავლულის „აბდაუბდა” მონოლოგიდან. შედეგად, ყოვლად გაუგებარი რჩებოდა ნილს ბორის სიტყვები.
დიდი ფიზიკოსის სახელოვან მათემატიკოსს ძმას – ჰარალდ ბორს კი პირიქით, თავისი ძმისგან გასნხვავებით, შესანიშნავი საჯარო გამოსვლები ახასიათებდა . „ – საქმე იმაშია, რომ სიტყვით გამოსვლისას მე ყოველთვის ვხსნი იმას, რაზედაც ადრეც მილაპარაკია, ჩემი ძმა, ნილსი კი, ხსნის იმას, რაც რაზეც მან მოგვიანებით უნდა ილაპარაკოს”. – ხუმრობდა ხოლმე აღნიშნული საკითხის შესახებ ჰარალდი.
ერთხელაც, ნილს ბორმა მორიგი თავისი წარუმატებელი საჯარო გამოსვლა კოლოკვიუმის წინაშე შემდეგი სიტყვით დაასრულა: „მე აქ იმდენად ბევრი ცუდი გამოსვლა მოვისმინე, რომ გთხოვთ, ჩემი ეხლანდელი გამოსვლა – შურისძიებათ მიიჩნიოთ!” – (ავტორი გენია.ჯი)