გალაკტიონის „აღსარება”
„საშინელებაა, როცა ადამიანი „წელებზე ფეხს იდგამს”. საზიზღრობაა, როცა ადამიანი თავს ვერ აღწევს ბორკილებს, რომელსაც ადებს სიღარიბე. მიწასთან გასწორებაა, როდესაც ადამიანი ერთსა და იმავე ძონძებში დადიხარ წლობით, როცა ნატრობ სუფთა პერანგს, ვინაიდან საშუალება არა გაქვს დაიქირავო მრეცხავი, როცა ჰკარგავ თავმოყვარეობას, ან როცა ემალები ხალხს, მის მაგიერ, რომ თავისუფლად და დამოუკიდებლად იარო ხალხში. და ეს აჩრდილი სიღარიბისა – ეხლა უკვე აჩრდილი კი არა – რეალური სახეა ჩემთვის. მე ბუნებით არა ვარ შურიანი და ბოროტი ადამიანი, მაგრამ სიღარიბეს შეუძლია ასეთად გამხადოს. საზოგადოება ვერ ითმენს ადამიანს, რომელიც მას არ ჰგავს”.