ფრიდრიხ ნიცშე – „ეპიზოდი”
„ეს ძალიან მკაცრი და მეტად ამაყი ქალაქია! აქ ყველაფერში იგრძნობა სავოელთა დინასტიისათვის დამახასიათებელი დელიკატური არისტოკრატიზმი და უნიკალური სტილი კლასიციზმისა. ამიტომაც არ შემიძლია მის შესახებ რაიმე ცუდი ვთქვა. ის კი არა და, ეს დიდებული და და სასწაულთშემოქმედი ქალაქია თავისი განმაცვიფრებელი ღირშესანიშნაობებით. ტურინი არის ქალაქი – რომელსაც არ ტოვებენ!” – ეს შთამბეჭდავი სიტყვები იტალიური ქალაქის შესახებ ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა გერმანელმა მოაზროვნემ – ფრიდრიხ ნიცშემ (1844-1900 წლები) წარმოთქვა თავის დროზე. (ავტორი გენია.ჯი) ფილოსოფოსს ხანგრძლივი სიცოცხლე არ ეწერა სამწუხაროდ, თუმცა იმ მცირეოდენიდანაც 6 თვე იტალიის უმშვენიერეს ქალაქ – ტურინში იცხოვრა. მას რომ სიგიჟემდე უყვარდა ტურინი, ნიცშეს მიერ საკუთარი მეგობრებისადმი და ოჯახის წევრებისადმი გაგზავნილი წერილებიც მოწმობენ, სადაც იგი ყოველთვის დიდი სიყვარულითა და სითბოთი მოიხსენიებს მას.
ფრიდრიხს 6 თვის განმავლობაში ჰქონდა ბინა დადებული ტურინის ცენტრში განთავსებულ კარლო ალბერტოს ქუჩის 6 ნომერში. მისი საცხოვრებლის ფანჯრებიდან (მეოთხე სართული) ქალაქის ზღაპრული ხედებით ტკბობა იყო შესაძლებელი. ნაქირავებ ბინაში ფილოსოფოსი ყოველთვიურად – 30 იტალიურ ლირას იხდიდა. წყვილმა, ვისგანაც ნიცშემ ბინა იქირავა, მადლი მოისხა და ფილოსოფოსს დიდსულოვნად დაუთმო პირად საკუთრებაში არსებული ფორტეპიანო, რომელზედაც ფრიდირიხი ყოველდღიურად უკრავდა რამდენიმე საათის განმავლობაში.
სამწუხაროდ, ფრიდრიხისა და ტურინის ურთიერთობის ისტორიას სავალალო დასასრული აქვს, რადგან სწორედ იქ განუვითარდა 1889 წლის 3 იანვარს გერმანელ მოაზროვნეს პირველად ფსიქიკური შეტევა, რასაც შემდგომ ხანგრძლივი ავადმყოფობის პრელუდია მოჰყვა თან. – (ავტორი გენია.ჯი)
ტურინი