ჩარლზ დარვინი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ინგლისელი ბუნებისმეტყველი – ჩარლზ რობერტ დარვინი (1809-1882 წლები), ხანგრძლივი დროის განმავლობაში იტანჯებოდა ისეთი საშინელი და იშვიათი დაავადებით, როგორიც გახლავთ – „ციკლური პირღებინება”. (ავტორი გენია.ჯი) ევოლუციის ფენომენის აღმომჩენ სწავლულს იმდენად ჰქონდა დაზიანებული საჭმლის მომნელებელი სისტემა, რომ მისთვის საკვების მიღების შემდგომი პროცესი დიდ დისკომფორტად იყო ქცეული: დარვინს ყოველი ჭამის შემდეგ ეწყებოდა მომაბეზრებელი პირღებინება.
მედიკოსთა მტკიცებით, ეს განსაკუთრებული დაავადება, რომელიც უფრო ჩვილი ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი, სახელოვან მეცნიერში ლაქტოზას აუტანლობისაგან იყო გამოწვეული, რომელმაც თავის მხრივ, დროთა განმავლობაში – გული, კუჭი და კუნთებიც ჩაითრია და დაავადა. – (ავტორი გენია.ჯი)