ევარის გალუას ნააზრევი…
„ – ცოდნა ეს ჩემი საქმეა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უკვდავება! ხანდახან იგი ერთი წუთის გმირობის ფასადაა ნაყიდი”.
* * *
„ვწუხვარ, რომ საბედისწერო სიმართლე ვუთხარი ადამიანებს, რომელთაც ასე ნაკლებ ძალუძთ მისი გულგრილად მოსმენა”.
* * *
„მათემატიკა! ეს მხოლოდ მან მომიტანა ბედნიერების ის წუთები, რომლებიც ძალიან ცოტა ვინმეს თუ ხვდომია წილად”.
* * *
„გთხოვთ, ნუ დამადანაშაულებთ, რომ სიცოცხლეს სამშობლოს არ ვწირავ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედნიერებისათვის უნდა ზღო კიდეც”.
* * *
„არ ვიცოდი, რომ ჩემს დროში მათემატიკოსებს ციხეში სვამდნენ. სწორედ რომ პირიქით მეგონა, რომ ციხეში შეიძლება მოხვდე მათემატიკის არასაკმაო ცოდნისათვის და არა მისი გადამეტებული ცოდნის გამო. მეც სწორედ ასე მომივიდა”.
* * *
„ხალხს მხოლოდ სამი რამ აღელვებს: სამუშაო, იაფი პური და მცირე გადასახადები”.
* * *
„დადგება დღე, როცა ხალხს მოუხდება კიდევ ერთხელ სცადოს თავისი ბედი”.
* * *
„არ დამივიწყოთ. სჩანს, მე ბედად არ მეწერა მეცხოვრა იმდენი, რომ ჩემი სახელი სამშობლოს ხსოვნაში დარჩენის ღირსი გამხდარიყო”. – (ავტორი გენია.ჯი)