იცით თუ არა, რომ?!
1. ანტიკურ ხანაში მოღვაწე გენიალურ ძველ ბერძენ პოეტს – ჰომეროსს, საშინლად სძულდა ლიბანის სანაპირო ზოლსა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მობინადრე უძველესი ხალხი – ფინიკიელები, რომელთაც იგი თაღლით, ხარბ და ტყუილის მოყვარულ ერად ახასიათებდა ყოველთვის. მათ შორის, თავის უკვდავ ლიტერატურულ ქმნილებებშიც. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. იტალიური წარმომავლობის მქონე ცნობილი ამერიკელი მსახიობი – სილვესტერ სტალონე, 1946 წლის 6 ივლისს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და ბინძურ რაიონში მოევლინა ქვეყნიერებას. აღნიშნულ რაიონს მოსახლეობა მოიხსენიებდა, როგორც – „ჯოჯოხეთის სამზარეულო”.
* * *
3. სლავური სამზარეულოს ერთ-ერთი შემადგენელი კერძის – ბორშჩის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა სკანდალურად ცნობილი ისეთი ისტორიული პერსონა, როგორიც გახლდათ რუსეთის იმპერატრიცა – ეკატერინე II დიდი.
* * *
4. სპეციალისტთა ვარაუდით, მეორე ცხოველი ძაღლის შემდეგ, რომელიც ადამიანმა მოიშინაურა – ღორი იყო.
* * *
5. ყავის ხის – სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 70 წელიწადია. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. საყურადღებოა ფაქტია, რომ ეგვიპტის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის (კონსერვეტორიის) რექტორის პოსტი მთელი 5 წლის განმავლობაში ეკავა ქართველ მუსიკალურ მოღვაწეს – ირაკლი ბერიძეს.
* * *
7. „პოლინეზიის ელდორადო” – ასეთი ეპითეტით მოიხსენიება დღემდე წყნარი ოკეანის სამხრეთში განთავსებული სამოას კუნძულოვანი ქვეყანა. ამ ულამაზესი და უმშვენიერესი ქვეყნის მცხოვრებნი კი თავიანთ თავს – „დედამიწის ყველაზე ბედნიერ მკვიდრებს” უწოდებენ.
* * *
8. სტატისტიკოსთა გამოთვლით, გენიალური ნიდერლანდელი მხატვარი – პეტერ პაულ რუბენსი, თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, ყოველთვიურად საშუალოდ – 5 ტილოს ხატავდა.
* * *
9. ერთადერთი ებრაელი გოგონა სილამაზის კონსკურსების ისტორიაში, რომელსაც 1998 წელს მიენიჭა – „მის მსოფლიო”-ს ტიტული, ებრაელი მოდელი – აბარჯილ ლინორი გახლავთ. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სილამაზის კონკურსში მონაწილეობამდე მცირეოდენი ხნით ადრე, ლინორსზე სექსუალური ძალადობის აქტი იქნა განხორცილებეული.
* * *
10. ყველაზე დაბალი სიმაღლის მქონე სპორტსმენი ოლიმპიადების ისტორიაში, იაპონელი ტანმოვარჯიშე – ასუკა ტერატომო გახლავთ, ვისი სიმაღლეც – 1 მეტრსა და 41 სანტიმეტრს შეადგენს. ცნობისათვის, მან ლონდონში 2012 წელს გამართულ ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა. – (ავტორი გენია.ჯი)