ტომაზო კამპანელა – „ეპიზოდი”

„მონდომება” „მინდა”-ს მსგავსად რომ მართლაც მეფური სიტყვაა, არაერთხელ დამტკიცებულა. კაცობრიობის ისტორიაში ადამიანს უამრავჯერ მიუღწევია მიზნისათვის ისე, რომ მისი თავდაპირველი „მეგზური” მხოლოდ და მხოლოდ მონდომება ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) ამის ერთ-ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს გენიალური იტალიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი და მწერალი – ტომაზო კამპანელა (1568-1639 წლები). დიდმა იტალიელმა მოაზროვნემ თავისი მონდომების წყალობით ისეთ სიმაღლეებსაც კი უწია ცხოვრებაში, რომ მას ცნობილმა ფრანგმა სწავლულმა – მარენ მერსენმა – „იტალიის საუკეთესო შვილი გალილეო გალილეისთან ერთად” უწოდა.

გაუნათლებელი მეწაღის ოჯახში დაბადებულ კამპანელას, რომელსაც იმთავითვე ტანჯავდა ელენთაზე წარმოშობილი პრობლემები, უკიდურეს სიდუხჭირეში უხდებოდა ცხოვრება. გაჭირვებამ წიგნის მოყვარულ მოზარდს განათლების მიღების საშუალება არ მისცა. 14 წლამდე ტომაზოს საშუალო განათლებაც კი არ ჰქონდა მიღებული, რადგან მანამდე მას სკოლაში არ უვლია. მოგეხსენებათ, რომ წიგნი იმ პერიოდში ერთობ იშვიათ პროდუქტს წარმოადგენდა და ფასიც დიდი ჰქონდა. შესაბამისად, სწავლას მოწყურებულ კამპანელას მათი საშუალებით განათლების მიღება არ შეეძლო. მის ღარიბულ ქოხში არ იკრიბებოდნენ არც ინტელექტუალები, რომ მათგან მაინც მიეღო რაიმე სახის ცოდნა.

მიუხედავად ამისა, ტომაზო იმდენად მონდომებული აღმოჩნდა, რომ გამოსავალი მაინც გამონახა: მოზარდი კამპანელა ჩუმად მიიპარებოდა ხოლმე ადგილობრივი სკოლის ღია ფანჯარასთან და საათების განმავლობაში უგდებდა ყურს ამა თუ იმ კლასში ჩატარებულ გაკვეთილებს. პატარა ტომაზო განსაკუთრებული გულისყურით ისმენდა ყველა ასაკის მქონე კლასის გაკვეთილებს. მათ შორის უფროსი ასაკის მოსწავლეებისათვის განკუთვნილ გაკვეთილებსაც. ამიტომაც შეიძინა მან ეგზომ მრავალმხრივი და მისი (მცირე) ასაკისათვის არადამახასიათებელი ღრმა ცოდნა.

ზემოთ ავღნიშნეთ, 14 წლამდე კამპანელას საშუალო განათლებაც კი არ ჰქონდა მიღებული-თქო, თუმცა ეს ოფიციალური დოსიეს მონაცემებია, რადგან მას სკოლაში არ უვლია. სინამდვილეში კი, 14 წლის კამპანელა უკვე ფლობდა მასზე გაცილებით უფროსი ასაკის მქონე უამრავ ადამიანზე დიდ ცოდნას. იმ ცოდნას, რომელიც მან მხოლოდ და მხოლოდ მონდომების წყალობით შეიძინა უპირველესყოვლისა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>